ვერცხლისწყლის უნიკალური შადრევანი

“ვერცხლისწყლის შადრევანი” – წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უნიკალურ შადრევანს,რომელიც სპეციალურად იქნა დამზადებული ცნობილი ამერიკელი სკულპტორისა და მხატვრის – ალექსანდრე კალდერის მიერ ესპანეთის ხელისუფლების შეკვეთის საფუძველზე. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული შადრევანი,რომელშიც წყლის ნაცვლად ვერცხლისწყალი მოედინება,ესპანეთის უმაღლესმა ხელისუფლებამ ქალაქ ალმადენისათვის დაამზადა,რომელიც ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით I ათასწლეულიდან მიიჩნევა ვერცხლისწყლის წარმოების მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრად, და რომლის წარმოებიდანაც უმნიშვნელოვანესი ფინანსები შედის ქვეყნის ბიუჯეტში.პირველად ალმადენის საოცარი “ვერცხლისწყლის შადრევანი ფართო საზოგადოებისათვის წარდგენილი იქნა 1937 წელს პარიზში გამართულ მსოფლიო გამოფენაზე,რის შემდეგაც იგი ბარსელონაში გადაიტანეს.თავდაპირველად ვერავინ ათვითცნობიერებდა თუ როგორი უარყოფითი შედეგების გამომწვევი გახლდათ ვერცხლისწლის ზემოქმედება ადამიანებში,თუმცა მას შემდეგ,რაც მისი ტოქსიკურად უარყოფითი შედეგები იქნა დადგენილი, 1950-იან წლებში – ალექსანდრე კალდერის მიერ საოცარი სტრუქტურითა და ტექნოლოგიით შექმნილი “ვერცხლისწყლის შადრევანი” მინისაგან დამზადებული სარკოფაგით შემოსაზღვრეს.დღესდღეობით ამ უნიკალური შადრევნის ხილვა შესაძლებელია “ჟოან მიროს სახელობის მუზეუმში”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>