როგორ ებრძოდნენ ბრაჰმანები ალკოჰოლიზმს?!
ბრაჰმანები (სანსკრიტულ ენაზე აღნიშნავს – “ზრდასა და ფიქრს”) – წარმოადგენენ ინდუიზმის ყველაზე მაღალი წოდების – ვარნის (საზოგადოებრივი ფენა ანუ კასტა) წარმომადგენლებს,ქურუმებსა და ინტელექტუალებს,რომელთა უმთავრესი მოვალეობა გახლავთ ვედების (უძველესი ინდური სიბრძნის წიგნები) და ბრაჰმანის (ცენტრალური ცნება ინდუიზმის ფილოსოფიაში) შესწავლა.უძველესი ეპოქების ინდოეთში ალკოჰოლური სასმელის მიღებისაგან თავის შეკავება ბრაჰმანებისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენდა (ასევე იყო სხვა საზოგადოებრივი ფენების შემთხვევაშიც,თუმცა ისინი ბრაჰმანებისაგან განსხვავებით სიკვდილით არ ისჯებოდნენ). (ავტორი გენია.ჯი) იმ შემთხვევაში,თუკი რომელიმე ბრაჰმანს ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ აღმოაჩენდნენ,მას უმალვე აკავებდნენ,რის შემდეგაც აიძულებდნენ გახურებული რკინის ჭურჭლიდან დაელია ან ადუღებული ღვინო,ან ადუღებული ძროხის შარდი,ან მდუღარე რძე,ან კიდევ მდუღარე წყალი. და ეს პროცესი მანამ გრძელდებოდა,სანამ ალკოჰოლის მოყვარული ბრაჰმანი სულს არ განუტევებდა.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ ბრაჰმანები სჯიდნენ არა მარტო ლოთობაში შემჩნეულ ბრაჰმანს,არამედ მის მეუღლესაც.ისინი,სიკვდილით დასჯილი ბრაჰმანის მეუღლეს სახლიდან ძალის გამოყენებით აგდებდნენ,რის შემდეგაც შუბლზე ადებდნენ გავარვარებულ იმ რკინის ჭურჭელს,რომლითაც მისი მეუღლე ერთ დროს ღვინოს მიირთმევდა.ასეთი სასტიკი მეთოდით ებრძოდა ძველი ინდოელი ბრაჰმანები მათ რიგებში გავრცელებულ ალკოჰოლიზმს. (ავტორი გენია.ჯი)