საოცარი შემთხვევა ფატეჰპურის სახელმწიფო ბანკში…

ინდოეთის ჩრდილოეთში მდებარე უტარ-პრადეშის შტატის ქალაქ ფატეჰპურში განთავსებულ სახელმწიფო ბანკში,ერთი მეტად საოცარი შემთხვევა დაფიქსირდა.კერძოდ,ბანკის საცავში დაცულ ცეცხგამძლე სეიფში,რომელიც დიდი ხნის მანძილზე არავის გახსენებია და არც არავის გაუხსნია, (ავტორი გენია.ჯი) ბანკის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს განადგურებული 10 მილიონი ინდური რუპია (222 000 $).ამ უზარმაზარი თანხის ბანკნოტები ისე იყო დაღეჭილი და დახრული,რომ მათი ხმარებაში ჩაშვება ყოვლად შეუძლებელი რამ გახლდათ.საქმეში უმალვე ჩაერთო ინდოეთის სახელმწიფო ბანკი და ინდური საგამოძიებო ორგანოები.ხანგრძლივი ძიების შედეგად დადგინდა,რომ აღნიშნულ ცეცხგამძლე კარადაში,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,შეღწეული ჰქონდათ – ტერმიტებს (მწერების რიგი,რომელთაც არასრული გარდაქმნა ახასიათებთ),რომელთა დამხახურებაც იყო 10 მილიონი ინდური რუპიის განადგურება.მიუხედავად იმისა,რომ დადასტურებული იქნა ტერმიტების მიერ ფულის განადგურება,ქალაქ ფატეჰპურის ბანკის თანამშრომლები სამსახურიდან მაინც იქნენ დათხოვნილი,ხოლო ჩადენილი “გულგრილობისათვის” კი – სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულნი. (ავტორი გენია.ჯი)

ტერმიტები

ტერმიტების მიერ განადგურებული საგნები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>