აგატა კრისტი წერდა…

“ის,ვინც კრიმინალურ ისტორიებს წერს,ყოველთვის ინტერესდება კრიმინალისტიკით.ძალიან მიყვარს იმათი ჩვენებების კითხვა,ვისაც საქმე ჰქონია დამნაშავეებთან,განსაკუთრებით,ვისაც მათი დახმარება,ან,როგორც ძველად ამბობდნენ,”გამოსწორება” უცდია.ახლა,ალბათ,ამისი შესაფერისი უკეთესი ტერმინები არსებობს.ნამდვილად არიან ისეთებიც,შექსპირის რიჩარდ III-ის მსგავსად რომ ამბობენ,ბოროტება ჩვენი ღმერთიაო.ისინი შეგნებულად არიან ბოროტების მომხრენი,როგორც მილტონის სატანა,რომელიც ძალაუფლებისაკენ მიილტვის და ოცნებობს გაუთანაბრდეს ღმერთს. (ავტორი გენია.ჯი) მან არ იცის,რა არის სიყვარული,აქედან გამომდინარე,მისთვის უცხოა მორჩილება.საკუთარ ცხოვრებისეულ დაკვირვებებზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, – იქ,სადაც არ არის მორჩილება,ადამიანები იღუპებიან.

დეტექტიური ჟანრის მწერლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიხარული არის არჩევნის მრავალფეროვნება: შეგიძლია დაწერო მსუბუქი ტრილერი,რაც ძალიან სასიამოვნოა; შეგიძლია დაწერო დახლართული,რთულსიუჟეტიანი დეტექტიური ისტორია.ეს საინტერესოა ტექნიკური თვალსაზრისით,თუმცა,დიდ შრომას მოითხოვს; მაგრამ უეჭველად დაგიფასდება. და კიდევ შეიძლება ისეთი რამის დაწერა,რასაც მე ვუწოდებდი დეტექტივს ვნებათაღელვის ფონზე,სადაც უდანაშაულო გმირი ვნებამ უნდა გადაარჩინოს; რადგან მხოლოდ უდანაშაულობას აქვს მნიშვნელობა და არა დანაშაულს.ბევრს არ ვილაპარაკებ მკვლელებზე; უბრალოდ ვთვლი,რომ საზოგადოებისათვის ისინი წარმოადგენენ ბოროტებას,არაფერი მოაქვთ სიძულვილის გარდა და სწორედ მხოლოდ სიძულვილია მათი იარაღი.მინდა მჯეროდეს,რომ ასეთებად იბადებიან,რომ თანდაყოლილი ნაკლი აქვთ.ისინი,ალბათ უნდა გვეცოდებოდეს,მაგრამ მათი შეწყალება არ შეიძლება.ზუსტად ისევე,როგორც შუა საუკუნეებში, – როცა არ შეიძლებოდა იმ ადამიანის შეცოდება,რომელიც მთელს სოფელში ერთადერთი გადაურჩებოდა შავი ჭირის ეპიდემიას,რადგან საშიშროებას წარმოადგენდა მეზობელი სოფლების უცოდველი და ჯანსაღი ბავშვებისათვის.უდანაშაულო დაცული უნდა იყოს.მას უნდა ჰქონდეს საშუალება,იცხოვროს მშვიდობიანად და შეხმატკბილებულად სხვებთან ერთად.

მე ის მაშინებს,რომ არავის ენაღვლება უდანაშაულოები.როცა მკვლელობის შესახებ კითხულობენ,არავის ედარდება თამბაქოს პატარა ჯიხურის გამხდარი ბებერი გამყიდველი ქალის ამბავი,რომელიც სიგარეტის ასაღებად თაროსკენ მიბრუნდა და სწორედ ამ დროს გამოასალმა სიცოცხლეს ახალგაზრდა მკვლელმა.არავინ ფიქრობს მის შიშზე,ტკივილზე,გადარჩენაზე; ვერავინ გრძნობს მსხვერპლის ტანჯვას,ყველას მკვლელი ეცოდება – ის ხომ ასე ახალგაზრდაა! (ავტორი გენია.ჯი)

რატომ არ სჯიან მას სიკვდილით? ჩვენ ხომ ვხოცავთ მგლებს და არ ვცდილობთ,რომ ისინი კრავებთან მშვიდობიან ცხოვრებას მივაჩვიოთ.ეჭვი მეპარება,ეს შესაძლებელი იყოს.ხომ ხოცავდენ მთიდან ჩამოსულ გარეულ ტახებს,წყაროსთან მოთამაშე ბავშვებს რომ ჭამდნენ?! ეს ცხოველები ადამიანის მტრები იყვნენ და მათ ანადგურებდნენ. და რა უნდა ვუყოთ მათ,ვისაც სიძულვილის ბაცილა შეჰყრია,ვისთვისაც ჩალის ფასი აქვს სხვის სიცოცხლეს? ხშირ შემთხვევაში ასეთი ადამიანები კარგი ოჯახიშვილები არიან,მშვენიერი შესაძლებლობები და კარგი განათლება აქვთ,მაგრამ,მარტივად რომ ვთქვათ,ცოდვილნი იბადებიან. და არსებობს,განა ცოდვის საწინააღმდეგო წამალი? რით უნდა დაისაჯოს მკვლელი? ოღონდ არ თქვათ,სამუდამო პატიმრობითო.ეს საწამლავიან ფილაზე უარესია,რომელიც სიკვდილმისჯილთან მიჰქონდათ ძველ საბერძნეთში.ჩემი აზრით,ყველაზე შესაფერისი გამოსავალი იქნებოდა მათი ისეთ დაუსახლებელ მიწებზე გადასახლება,სადაც მხოლოდ პრიმიტიული არსებები ცხოვრობენ.

ვიყოთ თამამები და ვაღიაროთ: იმას,რასაც ჩვენ დღეს ცოდვას ვუწოდებთ,ოდესღაც საკმაოდ სასარგებლო თვისებად მიიჩნევდნენ.სისასტიკის,უმაწყალობისა და ქველმოქმედების უნარის უქონლობის გარეშე ადამიანს,შეიძლება,ვერც ეარსება და ძალიან მალე გამქრალიყო ამ ქვეყნიდან.ჩვენი დროის ცოდვილ ადამიანს პრეისტორიულ ხანაში დიდი შანსი ექნებოდა წარმატების მისაღწევად.მაშინ იგი საზოგადოებისთვის სასარგებლო იქნებოდა,ახლა კი მავნე და საშიშია.

ვფიქრობ,ასეთ ადამიანს უნდა მიესაჯოს იძულებითი სამუშაოების შესრულება.ან – მიეცეს არჩევნის გაკეთების უფლება,მაგალითად,საწამლავსა და საკუთარი ორგანზმის სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის შეწირვას შორის.არსებობს უამრავი სფერო,განსაკუთრებით მედიცინაში,სადაც ადამიანის ორგანიზმს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს კვლევითი სამუშაოებისთვის.ცხადია,მხოლოდ ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტები არაა საკმარისი.რამდენადაც ვიცი,დღეს ენთუზიასტი მეცნიერები ამ საქმეს თავიანთ სიცოცხლეს სწირავენ.დამნაშავეს კი,სიკვდილით დასჯის მაგივრად,შეუძლია გარკვეული ხნის განმავლობაში ნებაყოფლობით გახდეს ცდის პირი; ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ თუ გადარჩება,ვალმოხდილად ჩაითვლება და კაენის ცოდვისგანაც განთავისუფლდება.

შეიძლება ყოველივე ამან სრულებითაც არ იმოქმედოს დამნაშავეზე და მხოლოდ ეს თქვას: “ბედმა გამიღიმა,გადავრჩი!” მაგრამ იმ ფაქტმა,რომ საზოგადოება მასთან ვალში იქნება,შეიძლება გული ოდნავ აუჩუყოს.საერთოდ,კოშკები არ უნდა ააგო,მაგრამ იმედიც არ უნდა გადაიწურო.ამგვარად დამნაშავეს სარგებლობის მოტანის და დანაშაულის გამოსყიდვის რაღაც შანსი მაინც ხომ მიეცემა?! – შანსი ახალი ცხოვრების დაწყებისა.ხომ შეიძლება ისეც მოხდეს,რომ სხვანაირი ცხოვრება დაიწყოს? განა არ ექნება საფუძველი,რომ საკუთარი თავით იამაყოს?

თუ ეს არ მოხდება,ისღა დაგვრჩენია,ვთქვათ,ღმერთმა შეუნდოსო.იქნებ,ამ ცხოვრებაში თუ არა,შემდგომ ცხოვრებაში მაინც “გამოსწორდნენ?” მაგრამ რჩება უდანაშაულო ადამიანის პრობლემა – იმისი,ვინც გულწრფელად და მამაცად ადგას ცხოვრებისეულ გზას და ბოროტებისგან დაცვას საჭიროებს.ასეთი ადამიანები ჩვენი მთავარი საზრუნავი არიან.

ოდესმე,ალბათ,ცოდვებისგან განკურნებასაც შეძლებენ – გულს გადაუნერგავენ,ან გაყინავენ.არ არის გამორიცხული,რომ გენებისა და უჯრედების შეცვლაც მოახერხონ.აბა,წარმოიდგინეთ,რამდენი კრეტინი მოისურვებს გამოიყენოს ცოდნა იმისა,თუ როგორ მოქმედებს ინტელექტზე ფარისებრი ჯირკვლის გადაჭარბებული თუ არასაკმარისი ფუნქცია.

თემას გადავუხვიე,მაგრამ ვეცადე ამეხსნა,რატომ მაინტერესებს მსხვერპლი უფრო მეტად,ვიდრე დამნაშავე.რაც უფრო მეტი ენერგია აქვს მსხვერპლს,მით უფრო აღმაშფოთებს დამნაშავე და მით უფრო მიხარია,თუ უკანასკნელ მომენტში მსხვერპლის კლანჭებიდან გამოგლეჯას მოვახერხებ”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>