მებრძოლი აქლემები

მებრძოლ აქლემებს - ანტიკური ხანიდან გამოიყენებს სხვადასხვა აღმოსავლელი ხალხები საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისათვის,სამხედრო აღჭურვილობის ტრანსპორტირებისათვის და რიგი სხვა საბრძოლო ამოცანების შესრულებისათვის.მაგალითად,არაბები და ბერბერები აქლემებს ბრძოლებში ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე 1 000 წლით ადრე რთავდნენ (დაუდასტურებელი ცნობების თანახმად ჩვ.წ.აღ-მდე 3 000 წლის წინათ).გარდა არაბებისა და ბერბერებისა,მათ ასევე აქტიურად გამოიყენებდნენ პართიელები და თათრები .თუმცა,პირველი საყოველთაოდ ცნობილი შემთხვევა,როდესაც აქლემებს ბრძოლაში მიაღებინეს მონაწილლეობა, ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნით თარიღდება.იმ პერიოდში სპარსეთის მეფე – კიროს II დიდი ომს აწარმოებდა ლიდიის სამეფოს უკანასკნელ მეფესთან – კრეზთან.სწორედ აღნიშნული ომის მიმდინარეობისას გამოიყენა კიროს დიდმა “უდაბნოს გემებად” წოდებული ცხოველები კრეზის ცხენოსანთა კავალერიის წინააღმდეგ და სასტიკი მარცხიც აგემა მას. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ,აღმოსავლურ და რიგ აფრიკულ ქვეყნებში მებრძოლი აქლემების ბრძოლებში გამოყენება მასიური სახის მატარებელი გახდა,რადგან ისინი იმ კლიმატურ პირობებში,სადაც მათ გამოიყენებდნენ,მართლაც რომ შეუცვლელნი და მეტად ეფექტურნი იყვნენ: აქლემებს დღეში ძალუძდათ 30-დან 50 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა; შეეძლოთ 200 კილოგრამამდე სამხედრო ამუნიციის გადატანა; ერთი კვირის განმავლობაში ყოველგვარი საკვებისა და სასმელი წყლის გარეშე ინარჩუნებდნენ ეფექტურობას და უძლებდნენ + 50 გრადუს-ცელსიუსიდან – 50 გრადუს-ცელსიუსამდე ტემპერატურას,რაც მათ,როგორც უდაბნოში,ასევე ტუნდრაშიც თავისუფლად მოქმედების საშუუალებას აძლევდა.თუმცა აქლემებს გააჩნდათ ორი მნიშვნელოვანი ნაკლიც.კერძოდ,უჭირდათ დაბრკოლებების გადალახვა და არ შეეძლოთ ცურვა.

ანტიკური ხანის შემდეგ,აქლემები საბრძოლო დანიშნულებისათვის არა მარტო შუა საუკუნეებში გამოიყენებოდა,არამედ მათ მეორე მსოფლიო ომშიც კი მიიღეს მონაწილეობა: საბჭოთა ხელისუფლებამ ასტრახანში ჩამოყალიბებული 28-სარეზერვო არმიის შემადგენლობაში შემავალი აქლემების ქარავნით – სტალინგრადის სისხლისმღვრელ ბრძოლებში ჩართო.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ამ უდიდეს საბრძოლო დაპირისპირებას – 350 აქლემი ემსხვერპლა.გადარჩენილ აქლემებს “დემობილიზირება” გაუკეთეს და ნაწილი სოფლის სამეურნეო მიზნებისათვის გამოიყენეს,ხოლო ნაწილი კი ზოოპარკებს გადასცეს.აქლემს,როგორც საბრძოლო საშუალებას,დღესაც აქტიურად გამოიყენებენ.ამის თვალსაჩინო მაგალითად შესაძლოა მოვიყვანოთ აფრიკული ქვეყნის – ერითრეას მაგალითი,სადაც უდაბნოებში, “გაერთიანებული ერების ორგანიზაციის” მშვიდბისმყოფელების სატრანსპორტო საშუალებას სწორედ – აქლემები წარმოადგენენ.გარდა ამისა,მებრძოლი აქლემები გვხვდებიან ისეთი ქვეყნის შეიარაღებული ძალებში,როგორიც არის – ინდოეთი. (ავტორი გენია.ჯი)

P.S. ცნობისათვის,თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალ აიდინის ვილაიეთის სოფელ ჰიდირბეილიში, 200 წლის წინათ იქნა დამკვიდრებული – “აქლემების ბრძოლა”,რომელიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ მოსახლეობაში.იქ შესაძლებელია ვიხილოთ თუ როგორი ბრძოლისუნარიანი და ამტანი ცხოველები არიან ისინი. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>