ერისიხთონი

ერისიხთონი (ბერძნული ენიდან ითარგმნება,როგორც – “მიწის მფარველი”) – ძველ ბერძნული მითოლოგიის მიხედვით წარმოადგენდა თესალიელი მეფის ტრიოფსის ვაჟს და ზღვის ღმერთის პოსეიდონის შვილიშვილს.მამის შემდეგ თესალიის სამეფო ტახტი სწორედ სულით ბოროტმა ერისიხთონმა დაიკავა,რომელმაც მიიღო გადაწყვიტილება,თავისი უზარმაზარი სამეფო სასახლე კიდევ უფრო გაედიდებინა. (ავტორი გენია.ჯი) იმისათვის,რომ სასახლის გადიდებისათვის საჭირო სამშენებლო მასალა მოეპოვებინა,თესალიის უგუნურმა მეფემ,ნაყოფიერებისა და მიწათმოქმედების მფარველი ღვთაების – დემეტრას წმინდა ჭალაში მზარდი ხეების მოჭრა ბრძანა.მეფის ოცმა ქვეშევრდომმა ჭალაში ყველა ხე მოჭრეს,თუმცა მათ ქალღმერთ დემეტრასადმი თაყვანისცემის ნიშნად,უარი განაცხადეს ჭალაში განთავსებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს – “დემეტრას წმინდა მუხის” მოჭრაზე,რომელიც დაფარული გახლდათ წმინდა გვირგვინებით,რაც თავის მხრივ დემეტრას გულუხვობის სიმბოლოს წარმოადგენდა.ყოველივე ამის შემდგომ,ერისიხთონმა თავად აიღო ხელში ნაჯახი და წმინდა მუხა წამოაქცია.თუმცა,სანამ მუხას მოჭრიდა,ხიდან ხეების ნიმფის – გამადრიადას (ეს ის ნიმფაა,რომელიც ხესთან ერთად კვდება) სისხლი წარმოდინდა.დიდი ძველ ბერძენი ბიბლიოგრაფისა და სწავლულის – კალიმაქე კირენელის გადმოცემის თანახმად,განრისხებულმა დემეტრამ თესალიის ბოროტი და უგუნური მეფის დასჯა გადაწყვიტა.ქალღმერთმა ერისიხთონი მარადიული შიმშილისათვის გაწირა: თესალიის მეფე ჭამდა ყველაფერს,რასაც კი საკვებს წაეწეოდა,თუმცა შიმშილის გრძნობას ვერასგზით ვერ იოკებდა.მთელი თავისი ფული და ავლადიდება საკვების ყიდვაში დახარჯა,რამაც იმდენად გააღატაკა იგი,რომ მონად არაერთხელ გაყიდა თავისი ღვიძლი ქალიშვილი – მნესტრა.საბოლოო ჯამში კი,შიმშილით ჭკუაზე აჭრილმა ერისიხთონმა საკუთარი სხეულით კვება დაიწყო და ამ მეთოდით გაინადგურა სიცოცხლე. (ავტორი გენია.ჯი)

დემეტრა

გამადრიადი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>