ალბერტ აინშტაინი – “ეპიზოდი”

ერთ დღეს,პრინსტონის უნივერსიტეტის კორიდორში მიმავალ გენიალურ ფიზიკოს-თეორიტიკოსს - ალბერტ აინშტაინს,უცნობი ახალგაზრდა ფიზიკოსი შემოხვდა.მას შემდეგ,რაც ისინი ერთმანეთს გაუსწორდნენ,ახალგაზრდა ფიზიკოსმა აინშტაინს ფამილარულად მხრებზე ხელი დაარტყა და ერთობ თამამად ჰკითხა:

- როგორ მიდის საქმეები კოლეგავ?

- კოლეგა? ნუთუ თქვენც რევმატიზმებითა ხართ დაავადებული? – საპასუხო შეკითხვა დაუსვა გაოცებულმა ალბერტმა ახალგაზრდა ფიზიკოსს. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება