მანუსმრიტის კანონებიდან…
მანუსმრიტი – წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძველ ინდურ კრებულს რელიგიური,მორალური და იურიდიული ნორმებისა,რომელიც იმ სახით,როგორითაც ჩვენამდე მოაღწია,სპეციალისტთა ვარაუდით შედგენილი უნდა იყოს ჩვ.წ.აღ-მდე II საუკუნეში (ძვ.წ.აღ-ით 150-120 წლებში).მასში სისხლის სამართლის,სამხედრო,პოლიტიკურ და სხვა უამრავ კანონებთან და მოვალეობებთან ერთად,ნათლად არის განმარტებული ქორწინებისა და ოჯახის დანიშნულება და ცოლ-ქმრის უფლება-მოვალეობები.მანუსმრიტის კანონების თანახმად,ქალსა და მამაკაცს შორის ქორწინება აუცილებლად უნდა ყოფილიყო დამყარებული მორალურ პრინციპებზე.ინდოეთში (ისევე როგორც ჩინეთში) დაქორწინება და შვილების შეძენა,ადამიანთა წმინდა მოვალეობად განიხილებოდა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ინდოეთის პატრიარქალურ საზოგადოებაში,მხოლოდ ვაჟიშვილს შეეძლო მსხვერპლი შეეწირა გარდაცვლილი მამის სახელზე,რათა მისი სული ჯოჯოხეთიდან დაეხსნა.შესაბამისად,ვაჟიშვილს ბევრად უფრო დიდი პრივილეგიები გააჩნდა,ვიდრე ქალიშვილს. (ავტორი გენია.ჯი) მამისათვის ქალიშვილი პირად საკუთრებად მიიჩნეოდა,მის საქმროსაც იგი თავად არჩევდა და შემდგომ ყიდულობდა კიდეც მას (მოგვიანებით,ქურუმების დიდი ძალისხმევის შედეგად აღნიშნული წესი შეიცვალა).მანუს კანონების თანახმად,ღმერთისაგან ის ქორწინება გახლდათ კურთხეული,რომელიც ოფიციალურად იყო გაფორმებული და წყვილის ხელმოწერით იყო დადასტურებული.ამავე კანონების მიხედვით უამრავი რჩევაა გადმოცემული იმის შესახებ,თუ როგორ უნდა შეარჩიონ სატრფო,რა შემთხვევაში შეიძლება იქორწონონ და რა შემთხვევაში უნდა შეიკავონ თავი ქორწინებისაგან.მანუსმრიტის მიხედვით ქმარს ცოლთან ურთიერთობის გაწყვეტა და სხვა ქალზე დაქორწინების უფლება ენიჭებოდა შემდეგ შემთხვევებში: თუკი ქალი ქორწინებიდან 8 წლის განმავლობაში არ შობდა თუნდაც ერთ ბავშვს; თუკი ქორწინებიდან 10 წლის მანძილზე შობდა მკვდრად შობილ ბავშვებს და თუკი ქორწინებიდან 11 წლის განმავლობაში შობდა მხოლოდ გოგონებს.ანჩხლი და ჭირვეული ცოლისაგან განთავისუფლება კი ინდოელ მამაკაცს უმალვე შეეძლო.
მანუსმრიტის კანონების თანახმად,ქორწინების ერთ-ერთ უმთავრეს დანიშნულებას შთამომავლობის გაგრძელება წარმოადგენდა.იმ შემთხვევაში თუკი მამაკაცი უშვილოდ აღესრულებოდა,მაშინ მისი ძმების ან უახლოესი ნათესავების აუცილებელ მოვალეობას წარმოადგენდა გარდაცვლილის ქვრივთან სარეცელი გაეყოთ და ასეთი ამაზრზენი მეთოდით გაეგრძელებინათ მისი შთამომავლობა (ცნობისათვის,ასეთმა დამოკიდებულებამ ინდოეთი – “მრავალქმრიანობამდე” მიიყვანა,რაც ძველ ინდურ ეპოსში “მაჰაბჰარატაში”-ც არის გადმოცემული). (ავტორი გენია.ჯი) საინტერესოა ის გარემოება,რომ მანუსმრიტის კანონები არასოდეს აღიარებდა ქალს თვითმყოფად არსებად,რის გამოც იგი მუდმივად მამაკაცის ჩრდილში რჩებოდა (დაოჯახებამდე მამისა და ძმის,ხოლო დაოჯახების შემდგომ – ქმრის გავლენის ქვეშ).ამავე კანონების მიხედვით ცოლს ქმრისადმი მორჩილება და ერთგულება იმ შემთხვევაშიც კი უნდა შეენარჩუნებინა,თუკი მას საყვარლები ჰყავდა.მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში,ინდოელი ქალი ვალდებული იყო ქმრის მიმართ მოკრძალება შეენარჩუნებინა.ამ წესის დარღვევის პირობებში,მანუსმრიტის კანონები იუწყებოდა,რომ გარდაცვალების შემდგომ,წესის დამრღვევი ქალის სული რეინკარნაციას არა ადამიანის სხეულში,არამედ ცხოველის სხეულში განიცდიდა.
მანუსმრიტის კანონებში მოყვანილი ნორმების დიდი ნაწილი,ინდოეთში დაწერილ სხვა უძველეს ტექსტებშიც გვხვდება,მათ შორის – “დჰარმაშასტრაში”. (ავტორი გენია.ჯი)