ნიშანდობლივი იგავი…
ერთ ქვეყანაში ცხოვრობდა ახალგაზრდა და ძალიან მდიდარი პრინცი,რომელსაც გულში ჩაუვარდა ულამაზესი პრინცესა.რამდენიმე ხანში პრინცმა გოგონას ხელი სთხოვა:
- გამომყვები თუ არა ცოლად?
- არა!!! – უპასუხა პრინცესამ.
… და მას შემდეგ პრინცი ცხოვრობდა დიდხანს და ბედნიერად.დადიოდა სანადიროდ და სათევზაოდ.დროის დიდ ნაწილს ატარებდა მეგობრებში.თამაშობდა გოლფს,ჯირითობდა ცხენით,გააჩნდა უამრავი ლამაზი საყვარელი,მოსამსახურე და მეგობარი.ჰყავდა უკანონოდ შობილი,თუმცა ღვიძლი შვილები.არ მოიკლო არც ერთი მიწიერი სიამოვნება,რაც კი მისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში მოასწრო.სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე კი თვითკმაყოფილი გულში მღეროდა: “კიდევ კარგი,რომ ოდესღაც მითხრა – არა!” (ავტორი გენია.ჯი)