ფრენსის ევანს კორნიში – “ეპიზოდი”
ფრენსის ევანს კორნიში (1831-1878 წლები) – წარმოადგენდა ინგლისური წარმომავლობის მქონე კანადელ პოლიტიკოსს და კანადის პროვინცია მანიტობის დედაქალაქის – უინიპეგის მერს,რომელმაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში,ამავე ქალაქის მთავარ მოსამართლედ იმუშავა.რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, 1874 წელს,იმ დროს,როდესაც ფრენსისი მთავარი მოსამართლის ფუნქციას ასრულებდა,იძულებული გახდა საკუთარი თავი გაესამართლებინა. (ავტორი გენია.ჯი) ამ უცნაური გადაწყვეტილების მიზეზი გახლდათ ის ფაქტი,რომ კორნიში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ გამოჩნდა.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ იმავე წელს იმართებოდა ქალაქის მერის არჩევნები,რომელშიც მერის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატს სწორედ ფრენსისი წარმოადგენდა.შესაბამისად,თუკი კორნიშს არჩევნებში გამარჯვება ეწადა,მას ამომრჩევლების დასანახად,კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების თანახმად,აუცილებლად უნდა დაესაჯა საკუთარი თავი.ფრენსისმა თავადვე ჩაატარა სასამართლო სხომა,სადაც თავი დამნაშავედ სცნო და 5 ამერიკული დოლარითაც დაჯარიმდა,რამაც უინიპეგელი მოქალაქეების აღფრთოვანება გამოიწვია.მალევე ქალაქის მერის არჩევნებიც გაიმართა,სადაც უპირობო გამარჯვება ფრენსის ევანს კორნიშმა მოიპოვა.სანამ კორნიში ქალაქის მერის ფუნქციების შესრულებას შეუდგებოდა,ის კვლავაც უინიპეგის მთავრი მოსამართლის პოსტს იკავებდა. და სწორედ აქ გამოჩნდა მიზეზიც და მიზანიც იმისა,თუ რატომ გაისამართლა მან საკუთარი თავი: არჩევნებში გამარჯვების შემდეგ,ქალაქის მთავარმა მოსამართლემ – ფრენსის ევანს კორნიშმა,შემდეგი სახის ოქმი შეადგინა: “ფრენსის ევანს კორნიშ! ვითვალისწინებ რა თქვენს კეთილსინდისიერ წარსულს,გიუქმებთ ჯარიმას!” ესე იგი,მან ყოველივე არჩევნებში გასამარჯვებლად გამოიყენა… (ავტორი გენია.ჯი)