კრისტიან X – “ეპიზოდი”

კრისტიან X (1870-1947 წლები) – წარმოადგენდა თავისი ანტიფაშისტური ხედვებით სახელგანთქმულ დანიისა და ისლანდიის მეფეს,რომლის დევიზიც გახლდათ: “ჩემი ღმერთი,ჩემი სამშობლო,ჩემი ღირსება”.ერთ-ერთი გავრცელებული ლეგენდის თანახმად,გერმანელ ნაცისტთა მიერ დანიის ოკუპაციის პერიოდში,მას შემდეგ,რაც კრისტიანმა გაიგო ფაშისტების მიერ გამოცემული ის ბრძანება,რომლის მიხედვითაც ქვეყანაში მაცხოვრებელ ყველა ებრაელს “ყვითელი ვარსკვლავი” (იგივე – “სირცხვილის ნიშანი”) უნდა ეტარებინა,ებრაელი ერისადმი სოლიდარობის ნიშნის გამოხატვის მიზნით,მანაც აღნიშნული ნიშნის ტარება დაიწყო.ამავე ლეგენდის მიხედვით,კრისტიანს დანიელი მოქალაქეებისათვის სიტყვით მიუმართავს,სადაც აღუნიშნავს,რომ  - “ყოველი დანიის მოქალაქე თანაბარუფლებიანი და თანასწორიაო”, და სწორედ ამის შემდგომ გაუუქმებია თურმე გერმანელთა საოკუპაციო რეჟიმს გამოცემული ბრძანება. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,საყურადღებოა ის გარემოება,რომ დანიის სამეფოში,გერმანელ ნაცისტთა სხვა ოკუპირებული ქვეყნებისაგან განსხვავებით,ასეთი სახის ბრძანება არასოდეს გამოცემულა.როგორც ვარაუდობენ,ზემოთ მოყვანილმა ლეგენდამ სათავე კრისტიან X-ის მიერ ებრაელთა სინაგოგაში 1942 წელს გაკეთებული მიმართვის შემდეგ აიღო,სადაც მან განაცხადა,რომ იმ შემთხვევაში,თუკი დანიელ ებრაელებს გერმანელები “ყვითელი სიმბოლოს” ტარებას აიძულებდნენ,მაშინ ისიც და მისი ოჯახიც ებრაელების მიმართ სოლიდარობის ნიშნად,თავადაც დაიწყებდნენ ამ სიმბოლოს ტარებას (ცნობისათვის,დანიისა და ისლანდიის შესანიშნავ მეფეს – კრისტიანს,საკუთარ დღიურში ჰქონდა გაკეთებული ჩანაწერი,სადაც ადასტურებდა,რომ ასეთი სახის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში,არა მარტო თავად დაიწყებდა “ყვითელი ვარსკვლავის” ტარებას,არამედ ყველა დანიელსაც ანალოგიური ქმედებისაკენ მოუწოდებდა).

ფაქტია,რომ კრისტიან X-ეს სხვა ევროპელი მონარქებისაგან განსხვავებით,ოკუპაციის პერიოდში არასოდეს დაუტოვებია თავისი სამშობლო და მიუხედავად ფაშისტებისაგან მომდინარე დიდი საფრთხისა,იგი ხშირად უნახავთ კოპენჰაგენის ქუჩებში ყოველგვარი დაცვის გარეშე. 1942 წელს ადოლფ ჰიტლერმა 72 წლის იუბილე კრისტიანს საკმაოდ გრძელი ტელეგრამით მიულოცა.მისგან კი მხოლოდ ასეთი პასუხი მიიღო: “მადლობა.მეფე კრისტიან X”.სკანდინავიური ქვეყნის მეფის ასეთმა პასუხმა ბერლინში დიდი აღშფოთება გამოიწვია და გერმანიამ თავისი ელჩი კოპენჰაგენიდან გამოიწვია,ხოლო დანიის ელჩი კი ქვეყნიდან გააძევა.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში,კრისტიან X-ის მიერ ებრაელი ერისადმი გამოჩენილი სოლიდარობა,ებრაელ ხალხს არ დავიწყებია და ისრაელში განთავსებულ საყოველთაოდ ცნობილ “იად-ვა-შემის მემორიალზე” – ჰასიდეი უმოტ-ოლამის ხეივანში, N 25 ხე მიუძღვნეს დანიელ ხალხს,ხოლო N 26 ხე კი დანიის მეფეს – კრისტიან X-ს,როგორც დიდი მადლიერების სიმბოლო. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>