ტატანაკუი

ტატანაკუი – წარმოადგენს პერუს სამხრეთში მდებარე ჩუმბივილკასის პროვინციაში,კერძოდ სანტო-ტომასის რაიონში დაარსებულ და შემდგომ ამავე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებსა და ქალაქებში გავრცელებულ მეტად უცნაურ პრაქტიკას,რომლის თანახმადაც ყოველი წლის ქრისტეშობა დღეს (25 დეკემბერს) მასობრივად იკრიბება სადღესასწაულო ტანისამოსით შემოსილი და მათი კულტურისათვის დამახასიათებელი სხვადასხვა ფერის ნიღბებით აღჭურვილი ხალხი,რის შემდეგაც ან კერძო პირები ან ჯგუფები,იმ კერძო პირსა თუ პირთა ჯგუფს იწვევენ ჩხუბში,რომლებმაც უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მიაყენა წყენა მათ.შესაბამისად,ისინი სწორედ ამ მეთოდით წყვეტენ მათ შორის ადრე წარმოქმნილ კონფლიქტებს და თავიდან ირიდებენ იმ საშინელ მოვლენას,რასაც –  მტრობა ჰქვია. (ავტორი გენია.ჯი) საინტერესოა ის გარემოება,რომ აღნიშნულ ხელჩართულ ჩხუბებში მონაწილეობას იღებენ არა მხოლოდ მამაკაცები,არამედ ბავშვები და მანდილოენებიც,მათ შორის ხანდაზმულებიც კი.ბრძოლაში შესაძლოა გამოიწვიონ არა მარტო მეზობლები,არამედ უახლოესი ნათესავებიც.დადგენილი წესის თანახმად,მოჩხუბრებს ხელზე მცირე ზომის ნაჭრების შემოხვევა ევალებათ.გარდა ამისა,ჩხუბის მიმდინარეობის პროცესში აკრძალულია კბენა,თმებით ერთმანეთის თრევა და წაქცეულის ცემა.ტატანაკუის დაპირისპირებებს თვალს ადევნებენ ადგილობრივი მათრახიანი ჩინოვნიკები (მათ შორის პოლიციელები),რომლებიც სხვა პირებს ჩხუბში ჩართვის საშუალებას არ აძლევენ და მოჩხუბარ ოპონენტებს საშუალებას არ აძლევენ დადგენილ წესებს გასცდნენ.იმ შემთხვევაში,თუკი დამარცხებული პირი უკმაყოფილო დარჩება შედეგით,უფლება აქვს მოწინააღმდეგე კიდევ ერთხელ გამოიწვიოს ბრძოლაში.მას შემდეგ,რაც მოწინააღმდეგეები ერთმანეთს გაუსწორდებიან,იწყება საზეიმო მსვლელობა და მასობრივი ზეიმი,ტრადიციული ალოკოჰოლური სასმელების მიღების თანხლებით,რითაც ტატანაკუი მომავალ ქრისტეშობამდე დასრულებულად ცხადდება. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>