მარკუს ტულიუს ციცერონი – “მეგობრობის” შესახებ…
“მეგობრობა სხვა არაფერია,თუ არა სიყვარულისა და სიკეთის საფუძველზე შექმნილი თანხმობა ღვთაებრივი და ადამიანური საქმეებისა.უკვდავ ღმერთებს კაცთათვის ამაზე უკეთესი არაფერი უბოძებიათ,თუ არ ჩავთვლით სიბრძნეს.ზოგს ურჩევნია სიმდიდრე,ზოგს – ჯანმრთელობა,ზოგს – ძალაუფლება ხიბლავს,ზოგს – პატივი,ბევრიც კიდევ სიამოვნებასა და განცხრომას აყენებს ყველაზე წინ. (ავტორი გენია.ჯი) ეს უკანასკნელი მხეცების თვისებაა,ყველა დანარჩენი სურვილი კი ხანმოკლე და წარმავალია,რადგან ისინი ჩვენს გონიერებაზე კი არ არიან იმდენად დამოკიდებულნი,რამდენადაც ბუნების ჭირვეულობაზე.ხოლო ვინც სიქველეში უმაღლეს სიკეთეს ჭვრეტს,მართებულად განსჯის.სიქველე შობს მეგობრობას და ადუღაბებს მას.წარმოუდგენელია მეგობრობა თვინიერ სიკეთისა.
ღირსეული ქალ-ვაჟების მეგობრობა იმდენი სიკეთის მატარებელია,ძნელიც კი არის ამის გადმოცემა სიტყვებით.უწინარესად,როგორ შეიძლება ცხოვრება ჭეშმარიტი იყოს,თუ,ენიუსის თქმით,კეთილ მეგობრობაში არ პოვებს სიმშვიდეს.იმაზე საამო რა უნდა იყოს,როცა შენს მეგობარს უშიშრად გაანდობ ყველაფერს,როგორც საკუთარ თავს.რად გინდა წარმატება,თუ არ გყავს ისეთი პიროვნება,ვინც ამით შენსავით გაიხარებს,ვინც შენს გაჭირვებას შენზე მეტად განიცდის და დარდს ვინც გაგიქარვებს.ყველა დანარჩენი,რასაც ადამიანები ესწრაფვიან,მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში შველის კაცს.სიმდიდრე გჭირდება,რათა იგი გამოიყენო,ძალაუფლება – პატივი რომ მოგაგონ,მაღალი წოდება – რათა გადიდონ,სიამოვნება – რომ გაიხარო,ჯანი – ტკივილი რომ დათრგუნო და ძალა გქონდეს. (ავტორი გენია.ჯი) მეგობრობა კი მრავალ სიკეთეს მოიცავს: საითკენაც არ უნდა მიტრიალდე,არ მიგატოვებს,თავს არასდროს მოგაბეზრებს,არ დაგამძიმებს.ასე რომ,არც წყალი,არც ცეცხლი არ გვჭირდება ისე,როგორც მეგობრობა.მე არ ვგულისხმობ უბრალოდ ყოველდღიურ კარგ ურთიერთობას,თუმცა ესეც აუცილებელია და სასარგებლო,მე ვსაუბრობ ჭეშმარიტ და სრულყოფილ გრძნობაზე,რომელიც არსებობდა იმ ადამიანებს შორის,რომლებიც თითზე ჩამოსათვლელნი არიან.მეგობრობა ჩვენს ბედნიერებას ბრწყინვალებით მოსავს,გაჭირვების დროს კი მშველელად გვევლინება და გვიმსუბუქებს მას.
ამდენად,მეგობრობა ყველაზე მაღლა დგას,რადგან მრავალ სიქველეს მოიცავს და უდიდესი მადლით არის ცხებული.იგი კეთილი მომავლის იმედს გვინერგავს,ნებას არ გვაძლევს სასოწარკვეთას მივეცეთ ან სულით დავეცეთ.როცა ჭეშმარიტ მეგობარს ვუმზერთ,თითქოს საკუთარ თავს ვჭვრეტთ.ყოველივე ამის გამოა,რომც შორს იყოს მეგობარი,მუდამ ჩვენს გვერდით არის,ძალიან ხელმოკლე ადამიანიც კი მდიდარია,სუსტი კი – ძალგულოვანი,აწ უკვე გარდაცვლილნი კი (ნუ გაგიკვირდებათ) ცოცხლები არიან,რადგან მათ იგონებენ,ისინი ახსოვთ,ენატრებათ მეგობრებს,სწორედ ამიტომ მათ სიკვდილს,როგორც ნეტარებას,ისე აღვიქვამთ,ხოლო მათი მეგობრების სისცოცხლე ქებას იმსახურებს.თუ წარმოგიდგენიათ ბუნება ამ კეთილი ურთიერთობის გარეშე,მაშინ ან სახლი რად გინდათ,ან – ქალაქი,ან მიწის დამუშავება.თუ კარგად ვერ ხვდებით,რა ძალუძს მეგობრობასა და ერთსულოვნებას,გაიხსენეთ,რა შეუძლია მტრობასა და უთანხმოებას.არ არსებობს ისეთი მტკიცე კედელი,ურყევი სახელმწიფო,რომლებსაც ვერ შეარყევს სიძულვილი და განხეთქილება.აქედან შეიძლება დავასკვნათ,რა დიდი სიკეთეა მეგობრობა”. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. იამზე გაგუას თარგმანი