მარკუს ანტონიუსის აღსასრული

მას შემდეგ,რაც ეგვიპტის ლეგენდარულ დედოფალ – კლეოპატრაზე თავდავიწყებით შეყვარებულმა დიდმა რომაელმა მხედართმთავარმა და ტრიუმვირატის წევრმა – მარკუს ანტონიუსმა (ძვ.წ.აღ-ით 83-30 წლები),რომლისთვისაც სიყვარული საბოლოო ჯამში საბედისწერო აღმოჩნდა,გაიგო-რა კლეოპატრამ თავი მოიკლაო,თავზარი დაეცა.როდესაც გონი მოიკრიბა,თავისთავსვე შესძახა: “რაღას აყოვნებ,ანტონიუს? შენ ხომ ბედისწერამ წაგართვა უკანასკნელი და ერთადერთი მიზანი შენი ცხოვრებისა?!” – რის შემდეგაც თავის კარავში შევიდა,საჭურველი აიხადა და თავის უერთგულეს მონას,სახელად ეროსს სთხოვა მისთვის მახვილი დაეკრა.ეროსმა თავისი მბრძანებლისაგან მიწოდებული შიშველი მახვილით,უეცარი დარტყმით,თავად მოიკლა თავი. (ავტორი გენია.ჯი) გაოგნებულმა ანტონიუსმა მომაკვდავს მახვილი ამოაძრო და უთხრა: მადლობელი ვარ სწავლებისთვისო – და თავადაც მახვილს წამოეგო.თუმცა მომაკვდავს მოულოდნელად შეატყობინეს,რომ კლეოპატრა ცოცხალი იყო.ანტონიუსმა მისი ქვეშევრდომებისაგან უკანასკნელად ითხოვა თავის მეუღლესთან (კლეოპატრასთან) მიეყვანათ,რათა უკანასკნელად ეხილა იგი და მის ფეხებთან მომკვდარიყო.მას თხოვნა შეუსრულეს – ასწიეს და კლეოპატრას აკლდამასთან მიიყვანეს,სადაც იგი სახელმწიფო საგანძურთან ერთად იყო გამოკეტილი. (ავტორი გენია.ჯი) მტკიცედ ჩარაზული კარები ანტონიუსს არ გაუღეს,რის გამოც იგი თოკებით აზიდეს ზემოთ.ნელ-ნელა მიასვენებდნენ – იქნებ,სანამ კლეოპატრამდე ავიყვანდეთ,სისხლისგან დაიცალოს და გათავდესო.მაგრამ მომაკვდავმა გაუძლო და სული მაინც მიჰყვა მის დამღუპველ და დამამხობელ სატრფომდე.კლეოპატრა თავის მეუღლეს გოდებით მიეგება,ტანსაცმელიც შემოიხია,მკერდიც დაიკაწრა,თმებიც ჩამოიშალა,თავისი ბატონიც ეძახა,თავისი მეუღლეც,თავისი იმპერატორიც,კიდევაც მოეხვია,სისხლიც მოსწმინდა და ჭრილობაც შეუკრა – და არავინ იცოდა,წრფელი იყო თუ ფარისევლური მისი ეს უკანასკნელი გლოვა და ურვა მის წინ დარეცილი,ერთ დროს დიადი კაცისადმი.ანტონიუსი კი ბედნიერი იყო – რაკიღა მის ხელებზე აღესრულა…

იდგა ქრისტეშობამდე 30 წლის 1 აგვისტო… იმავე წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა კლეოპატრამაც.(ავტორი გენია.ჯი)

იან ანდრე რიქსენსის ტილო – “კლეოპატრას სიკვდილი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>