“სუხიშვილები” – (ეპიზოდები)
ქართული ეროვნული ბალეტის – “სუხიშვილები”-ს განუმეორებელმა კონცერტმა იმდენად მოაჯადოვა ბელგიური პუბლლიკა,რომ კონცერტის დასრულებისთანავე ერთ-ერთმა დამსწრემ აღტაცება ვერ დამალა და ანსამბლის წევრებს საჯაროდ შემდეგი სტყვებით მიმართა: ” – ადამიანებს ერთმანეთთან ტყვია და სიკვდილი კი არ უნდა მიჰქონდეთ,არამედ პური და სილამაზე.თქვენი ქვეყანა კი ყველას მაგალითს აძლევს ამ მხრივ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
ინდოეთში საკონცერტო ტურნეს ფარგლებში,”სუხიშვილებს” ქალაქ ახმედაბადში ღია ცის ქვეშ უნდა გაემართათ კონცერტი.ღონისძიების დაწყების წინ მოულოდნელად ცა მოიქუფრა და საშინელი ქარი ამოვარდა,რომელმაც დალეწა ის ბამბუკები,რომელზეც სახელდახელოდ იყო აფარებული ბრეზენტის უზარმაზარი ტილო.გარდა ამისა,ქარმა დააზიანა სცენის ერთ-ერთი ფიცარი (სცენა ვეება ფიცრებისაგან იყო შეკრული).იმის ნაცვლად,რომ დაზიანებული ფიცარი ლურსმნებით დაეჭედებინათ,კონცერტის ორგანიზატორებმა სცენის ქვეშ ხუთი მუშა შეაძვრინეს და მათ მთელი კონცერტის მიმდინარეობისას ჩავარდნილი ფიცარი რიგ-რიგობით ეჭირათ მხრებით. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ფაქტი უცნობი იყო,როგორც ქართველი “ჯადოქარი” მოცეკვავეებისათვის,ასევე “სუხიშვილები”-ს სულისჩამდგმელების – ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილისათვისაც.კონცერტის დასასრულს კი,როდესაც ილიკომ ეს ამბავი შეიტყო,ძალიან გაბრაზდა, – რატომ არ მითხარითო… და თითოეულ ბიჭს,რომელთაც სცენის დაზიანებული ფიცარი საკუთარი მხრებით ეჭირათ,ორ-ორი რუპია გაუწოდა (იმ პერიოდში ერთი რუპია კარგ ფულად ითვლებოდა).
ბიჭებმა ფულს ხელი არ მოკიდეს, – ჩვენ გუჯარეთლები ვართ და გურჯებისაგან ფულს არ ავიღებთო.სწორედ მაშინ გაიგო პირველად ილიკომ,რომ ინდოეთში გუჯარეთლების ორი სოფელი არსებობდა.
* * *
1961 წელს “სუხიშვილები” შვედეთის სამეფოს დედაქალაქ – სტოკჰოლმს ეწვივნენ გასტროლებით.ერთ-ერთ კონცერტს შვედეთის კონპრინცი – ტახტის მემკვიდრე,მეფე გუსტავ VI-ს ვაჟი დაესწრო. (ავტორი გენია.ჯი) იგი აღფრთოვანდა ქართველების გასაოცარი ცეკვებით.გარდა ამისა,მოიხიბლა ვერცხლის ქარქაშიანი ქართული ხანჯლით, და როდესაც კონცერტი დასრულდა თავისთან მოიხმო თენგიზ სუხიშვილი:
- რა ღირს ქართული ხანჯალი? ვერ მომყიდით? – ჰკითხა მან თენგიზს ფრანგულად.
თენგიზმა ღიმილით შემოიხსნა ქამარ-ხანჯალი და ამ სიტყვებით მიართვა მას:
- ქართველები არაფერს ყიდიან,მათ შეუძლიათ მხოლოდ აჩუქონ ნივთი,რომელიც მოეწონება ვინმეს.
- კი,მაგრამ ეს ხომ ვერცხლია?
- რა თქმა უნდა,თბილისური ვერცხლი,ქართული.
ტახტის მემკვიდრე დაიბნა.მხრები აიჩეჩა.შემდეგ მოიხსნა მაჯიდან ძვირფასი საათი და უხმოდ გაუწოდა თენგიზს,ხანჯლის ნაცვლად…
* * *
ჩეხეთის ქალაქ ბრნოში გასტროლების დროს,სტადინოზე,ღია ცის ქვეშ გასამართი კონცერტის წინ,საშინელი წვიმა წამოვიდა.ხალხით გადაჭედილი ტრიბუნები საკმაოდ დიდხანს ელოდნენ წვიმის გადაღებას, და როდესაც წვიმამ გადაიღო,აღმოჩნდა,რომ სცენა სრულიად დასველებული იყო (გასათვალისწინებელია,რომ ქართული ცეკვა მოითხოვს არასრიალა მშრალ იატაკს),რის გამოც მასზე ცეკვა წარმოუდგენელი რამ გახლდათ.ბრნოელებმა,რომელთაც ძალიან სურდათ საკუთარი თვალით ეხილათ ლეგენდარული ქართული ცეკვები,უმალვე მოსახეს ბენზინი სცენას და წარმოქმნილი ალით სულ რამდენიმე წუთში მოაშრეს იგი.
კონცერტის შემდეგ ენეკვიმატი ბრნოელები ხუმრობდნენ: “ქართულ ცეკვებში იმდენი ცეცხლია,რომ საკმარისია ერთი ნაპერწკალიც, – სცენაზე ხანძარი გაჩნდება.ახლა ვიცით,რომ ქართველებს შეუძლიათ ცეკვა ყოველგვარ ამინდში – წვიმაში,თოვლში,სიცივეში,თუკი საქართველოს ხელოვნების ჩვენებაზე მიდგება საქმეო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
პარიზში გამართული “სუხიშვილები”-ს ერთ-ერთი კონცერტის დროს,ადგილობრივმა კათოლიკე მღვდელმა,როდესაც დარბაზში დასაჯდომი ადგილი ვერ იპოვა,თეატრის დარბაზში ცხელი რადიატორის ღუმელის დამცველ რაფაზე გამონახა დასაჯდომი ადგილი.მალე,ოფლად გახვითქულ,სიცხისაგან აჭარხალებულ და გაწითლებულ ქრისტეს მსახურს დიდმა ფრანგმა მსახიობმა – ჟან გაბენმა ჰკითხა,თუ რატომ იტანჯავდა ასე ჯოჯოხეთურად თავს.რაზეც მისგან შემდეგი პასუხი მიიღო: “დაე,მე დავიტანჯო,ოღონდ ვუყურო აგერ,იმ სამოთხეს დედამიწაზეო!” – (ავტორი გენია.ჯი)