იცით თუ არა,რომ
1. გარდაცვლილ ხანდაზმულ ქალზე სიტყვის წარმოთქმა რომში ძველთაგანვე მიღებული და საქებარი საქციელი იყო,მაგრამ ახალგაზრდა ქალებისადმი ასეთი პატივი საერთოდ არ არსებობდა.
2. საკმარისი იყო,რომის სამხედრო რეფორმის ავტორსა და შვიდგზის კონსულს გაიუს მარიუსს ვინმესათვის სალამზე სალამითვე არ ეპასუხა,ყოველი მიმსალმებელი მისივე ქვეშევრდომების მიერ უმალვე წუთისოფელს ეთხოვებოდნენ.
3. ერთი თითით თავის მოფხანა ძველ რომში ქალაჩუნობად ითვლებოდა (ცნობისათვის,ასეთ ჟესტს ატარებდა გაიუს იულიუს კეისარი,რისთვისაც მას მარკუს ტულიუს ციცერონი აქილიკებდა).
4. რომის დიქტატორმა მმართველმა – ლუციუს კორნელიუს სულა ფელიქსმა ერთ დღეს რომაელი მოქალაქეები შემდეგი იგავის სახით გააფრთხილა: “ერთ გლეხს,როცა იგი ხნავდა,ტილებმა დაუწყეს კბენა.ორჯერ მიატოვა სახვნელი,ნიფხავ-პერანგი გაიძრო და გაასუფთავა.როცა ტილებმა არ დაიშალეს და მაინც კბენა დაუწყეს,გლეხმა,კიდევ მუშაობაზე ხელი რომ არ შეშლოდა,ნიფხავ-პერანგი გაიძრო და თავის ტილებიანად ჩააგდო ცეცხლში.ჰო და მეც ვურჩევ მათ,ვინც ორჯერ გამიფრთხილებია,მესამედ ცეცხლი არ გამომტყუოს!” – (ავტორი გენია.ჯი)
5. ძვ.წ.აღ-ით 55 წლის შემოდგომაზე გაიუს იულიუს კეისარმა თავისი საომარი ძალები ბრიტანეთისაკენ დასძრა.სწორედ ეს იყო პირველი შემთხვევა ისტორიაში,როდესაც ევროპის კონტინენტიდან სალაშქროდ გაეშურნენ ევროპის უმნიშვნელოვანესი კუნძულისაკენ.პირველად სწორედ მაშინ დაირღვა ლამანშ-პადეკალეს სრუტეების უბიწოება.
6. საფრანგეთის დედაქალაქი (სიყვარულის ქალაქი) – პარიზი (იმ პერიოდის ლუტეცია) ისტორიაში პირველად,მტერმა (რომაელებმა – გაიუს იულიუს კეისრის მხედართმთავრობით) ძვ.წ.აღ-ით 52 წელს დაიპყრო.
7.გაიუს იულიუს კეისრის ბრინჯაოს ძეგლზე,სადაც იგი დედამიწის სფეროზე ამაყად აღმართულიყო და რომელიც რომში ნუმიდიელებზე გამარჯვების აღსანიშნავად კაპიტოლიუმში ააგეს,შემდეგი სახის წარწერა გააკეთეს: “Semideus”,რაც თარგმანით – “ნახევრადღმერთს” აღნიშნავს.
8. პართიის მეფემ ოროდ II-მ თავისი 30 ვაჟიშვილისაგან ტახტის მემკვიდრედ - ფრაატი შეარჩია.მას შემდეგ რაც იგი ტახტზე ავიდა,სამეფო ძალაუფლების დაკარგვისადმი პათოლოგიურად შეპყრობილმა ფრაატმა ჯერ თავისი 29 ძმა ამოწყვიტა,ხოლო ბოლოს მისივე სისასტიკით გამძვინვარებული მამაც საიქიოს გაისტუმრა.
9. 1933 წელს ავსტრალიელებმა საკმაოდ სოლიდური თანხა გადაუხადეს ინგლისელებს ოქროს სახით,რათა მათგან შეესყიდათ გრეიტ-იტონში მდებარე კაპიტან ჯეიმს კუკის სახლი,რის შემდეგაც იგი ოცი ათასი კილომეტრის გავლით გადაიტანეს ქალაქ მელბურნში (ცნობისათვის,სწორედ ჯეიმს კუკი იყო ის პირველი მკვლევარი და მოგზაური,რომელმაც 1770 წელს გაცურა ავსტრალიის გასწვრივ და შეადგინა ავსტრალიის აღმოსავლეთი სანაპიროს რუკა. (ავტორი გენია.ჯი)მისსავე სახელთან ასოცირდება ავსტრალიისათვის – “ახალი სამხრეთ უელსის” სახელის დარქმევა და ამავე კონტინენტის დიდი ბრიტანეთის საკუთრებად გამოცხადებაც).
10. საბერძნეთში მდებარე პოსეიდონის ტაძართან განთავსებულია მარმარილოს სვეტი,რომელზეც ერთადერთი ინგლისურენოვანი სიტყვა – “Byron”-ია გამოსახული.აღნიშნული წარწერა მიძღვნილი იქნა გენიალური ინგლისელი პოეტის – ჯორჯ ბაირონისადმი,რომელმაც საბერძნეთის განთავისუფლებას შესწირა საკუთარი სიცოცხლე. (ავტორი გენია.ჯი)