გუსტავ ფლობერი წერდა…

“თუ გამოცდილებას დავუჯერებთ,მე მგონია რომ მმართველობის არც ერთი ფორმა კარგს არაფერს შეიცავს; ორლეანიზმი,რესპუბლიკა,იმპერია აღარაფერს არ ეუბნება არც გონებასა და არც გულს,რადგან თითოეულ ამ კოლოფში ჩადებულია უაღრესად წინააღმდეგობრივი იდეები.ყველა დროშა ისე გათხუპნულია სისხლითა და ნეხვით,რომ დროა სულაც უარი ვთქვათ მათზე.კმარა სიტყვები.ძირს სიმბოლოები და ფეტიშები!”

* * *

“ისტორიის განვითარება წარმოადგენს მოვლენათა უაზრო მარადიულ ორომტრიალს,რასაც ადამიანისათვის არაფერი არ მოაქვს უიმედობისა და ტანჯვის გარდა.მხოლოდ უგულო,უხამსი ადამიანები არ იტანჯებიან ამქვეყნად.მხოლოდ პრიმიტიულ ადამიანს შეუძლია თავი ინუგეშოს ილუზიით.მოაზროვნე ადამიანის ხვედრი კი,რა ეპოქაშიც უნდა ცხოვრობდეს,მხოლოდ ჭუჭყი და უსასოებაა. და რაც უფრო დიდია მისი სულიერი განვითარება,მით უფრო ადრე იმსხვრევა მისი ოცნება”. – (ავტოპრი გენია.ჯი)

* * *

“ღმერთო ჩემო,სად უნდა დავიმალო! სად უნდა ვიპოვნო ადამიანი? სიამაყე,რწმენა საკუთარი შემოქმედებისადმი,თაყვანისცემა მშვენიერების წინაშე – ნუთუ ყველაფერი გაქრა? ნუთუ ყველას სული სავსეა საყოველთაო ჭუჭყით,რომელშიც ყელამდე ეფლობი?”

* * *

“თუ ზუსტად იცი,რისი თქმაც გსურს,მაშინ კარგად იტყვი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“საჭიროა შრომა და მოთმინება,რათა სინამდვილეში აღმოაჩინო ისეთი ნიშნები,რომლებსაც სხვები ვერ ამჩნევენ”.

* * *

“როცა გაივლი იმ მეწვრილმანის ახლოს,თავისი დუქნის კართან რომ ზის,მეკარის ახლოს,ჩიბუხს რომ ეწევა მეეტლეების სადგომთან,მიჩვენეთ ეს მეწვრილმანე და მეკარე,მათი პოზა,მათი გარეგნული სახე,რომელიც შეიცავს აგრეთვე მათს ზნეობრივ ხასიათს,მიჩვენეთ ისე,რომ არ ავრიო არც ერთ სხვა მეწვრილმანესა და მეკარეში,დამანახეთ, – მხოლოდ ერთი სიტყვის დახმარებით,რით განირჩევა ეს ცხენი ორმოცდაათი სხვა ცხენისაგან,რომლებიც მას უსწრებენ,თუ უკან მიჰყვებიან”.

* * *

“თუ მე ახლა ვერაფერს ვახერხებ,თუ ყველაფერი,რასაც ვწერ,უშინაარსო და უხამსია,ეს იმიტომ ხდება,რომ არ ვცხოვრობ ჩემი გმირების ცხოვრებით!”

* * *

“ჩვენ,ლიტერატორებსა და მწერლებს,არა გვაქვს საყრდენი წერტილი,ნიადაგი ფეხქვეშ გვეცლება.ვის ესაჭიროება მთელი ეს ჩმახვა? ვის მოთხოვნას აკმაყოფილებს იგი? ჩვენსა და ბრბოს შორის არავითარი კავშირი არ არსებობს; მით უარესი ბრბოსათვის და განსაკუთრებით ჩვენთვის.მაგრამ… საჭიროა,მიუხედავად ყველაფრისა,დამოუკიდებლად კაცობრიობისაგან,რომელიც უარგვყოფს,ვიცოცხლოთ საკუთარი მოწოდებისათვის,ავიდეთ ჩვენს სპილოს ძვლის კოშკში და ვიყოთ იქ მარტო ჩვენს ფიქრებთან ერთად”. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>