ანტუან კანტენ ფუკე დე ტენვილი – “ეპიზოდი”
ანტუან კანტენ ფუკე დე ტენვილი (1746-1795 წლები) – წარმოადგენდა საფრანგეთის დიდი რევოლუციის ერთ-ერთ ლიდერსა და რევოლუციური ტრიბუნალის სისასტიკით განთქმულ და ულმობელ ბრალმდებელს.აღნიშნულ ეპოქაში გამეფებული ტერორის დროს,მის მიერ გამოტანილი განაჩენებით გილიოტინაზე სიცოცხლე დაასრულა უამრავმა ადამიანმა. (ავტორი გენია.ჯი) საინტერესოა ის გარემოება,რომ 1795 წელს,ანტუანი თავად იქნა დაკავებული და მას იმავე გილიოტინაზე მოჰკვეთეს თავი,სადაც მრავალმა მის მიერ გაუბედურებულმა ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე.კიდევ უფრო საინტერესოა ის გარემოება,რომ საფრანგეთის რევოლუციური ტრიბუნალის ყოფილი ბრალმდებლის სასიკვდილო განაჩენზე,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,თავად ტენვილისვე ხელმოწერა იყო დასმული.საქმე იმაში გახლდათ,რომ ტერორის მძვინვარების ეპოქაში,იმისათვის რომ დრო არ დაეკარგა დაუნდობელ ბრალმდებლ – ანტუან კანტენ ფუკე დე ტენვილს,წინასწარ აწერდა ხელს სასიკვდილო განაჩენების მაუწყებელ ცარიელ ბლანკებზე.საფრანგეთის ახალმა ხელისუფლებამ კი,ანტუანის სასიკვდილო განაჩენის მაუწყებელ ბლანკად სწორედ ის ბლანკი გამოიყენა,რომელზედაც ტენვილის ხელმოწერა იყო დატანილი.შესაბამისად,ისე გამოვიდა,თითქოს ანტუანი თავადვე აწერდა ხელს თავისივე სასიკვდილო განაჩენს. (ავტორი გენია.ჯი)