კონსტანტინე გამსახურდია წერდა…
“მე არ ვეკუთვნი,ვგონებ,კატეგორიას იმ ადამიანებისას,რომელთაც ერცხვინებათ თავისი შეცდომების საჯაროდ აღიარება”.
* * *
“უნდა ვაღვიარო,მე თავად წარსულს ჩემი ერისას როდი განვიცდი როგორც “წარსულს”,გადანვლილს.მთელი ჩემი გულისყური იქითკენ იყო მიმართული,რომ იგი აწმყოში გადმომენერგა და უკვე ლანდადქცეული გმირები წარსულისა გამეცოცხლებინა.
თავისთავად ცხადია,ჟამის უსასრულო დენაში,ხუთმეტი,გინდაც ოცი საუკუნე ეს ერთი დაფახულებაა თვალისა.
მე ბედნიერად ვთვლი ჩემს თავს,როგორც ხელოვანი და მამულიშვილი ჩემი ქვეყნისა,რომ მე და ჩემს ხალხს შეგვიძლია უკან მოვიხედოთ და თვალით დავინახოთ,თუ როგორ უბრძოლია ქართველ ხალხს თავისი კულტურისა და თავისი ენის თავისთავადობისათვის.
ამ ხნის მანძილზე მრავალი ერი,მრავალი ტომი შეეწირა არსებობისათვის უსწორო ბრძოლას.მართალია,ჩვენს ხალხს აბჯარი შემოაცვდა პერნამენტულ ომებში,მაგრამ მისი შეუდრეკელი სული თავგამეტებით იბრძოდა და იბრძვის დღესაც”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ყველაფერი,რაც მე შემიქმნია,ჩვენი ერის სახელოვანი წარსულის სადიდებლად,განკუთვნილია ჩემი ხალხის დღევანდელი დღისა და მისი მომავლისათვის,რომლის მედაფედ და მეაბჯრედ მომაქვს კიდეც თავი”.
* * *
“ზოგიერთ კრიტიკოსს ეგონა,თითქოს მე ბაგრატიონების პანეგირიკა მაინტერესებდა.ჩვენს ისტორიაში 200-ზე მეტი მეფის სახელია ცნობილი,მაგრამ მრავალი მათგანისათვის ერთ წვეთ მელანს არ დავხარჯავდი.მე თუ ძეგლი ავუგე გიორგი I-ს და ბაგრატ IV-ს,გიორგი II-ს და დავით II-ს,ეგ იმიტომ,რომ ისინი ქართველი ხალხის ბრძოლების თავკაცები და დიდი მამულიშვილები იყვნენ”.
* * *
“გამოტეხილად რომ მოგახსენოთ,ჩემთვის ჩვეული სტილისა და წერის მანერის მეოხებით,მე თავათ არა ვთვლიდი ჩემს თავს მაინცდამაინც პოპულარულ მწერლად.არც თუ ოდესმე ენერგია და დრო დამიხარჯავს “სახელის ორგანიზებისათვის”,რადგან მუდამ ვიცოდი: სახელი სიკვდილსა ჰგავს,როცა საჭიროა,იგი თავად მოგაკითხავს”. – (ავტორი გენია.ჯი)