“მსოფლიოს მერვე საოცრება”

ჩრდილოეთ აფრიკის მაღრიბის რეგიონში მდებარე სახელმწიფო – ლიბიის რესპუბლიკა,ერთ-ერთ ყველაზე ცხელი კლიმატის მქონე ქვეყნად არის მიჩნეული დედამიწაზე.აღნიშნული ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსებულია ისეთი რეგიონები,სადაც ათწლეულების განმავლობაში წვიმა საერთოდ არ მოსულა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,არის ისეთი რეგიონებიც,სადაც წვიმა ხუთ ან ათ წელიწადში ერთხელ მოდის.შესაბამისად,ლიბიელებისათვის მუდმივად იდგა სასმელი წყლის პრობლემა.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ ფართობის მიხედვით მსოფლიოში მე-17 ადგილზე მყოფ ქვეყანაში მიწათმოქმედებასა და სოფლის მეორნეობას მოსახლეობის მხოლოდ და მხოლოდ 5% ეწეოდა.

1953 წელს ნავთობის საბადოების მკვლევარებმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს ოთხი უზარმაზარი მიწისქვეშა მტკნარი წყლების აუზები,რომელთა მოცულობა 35 000 კუბური კილომეტრით განისაზღვრებოდა (ცნობისათვის,ასეთი რაოდენობის მქონე წყალს თავისუფლად ძალუძდა გერმანიის ტერიტორიის დაფარვა).სპეცილისტთა ვარაუდით,გიგანტური მიწისქვეშა წყლების რეზერვუარები ლიბიის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული იქნა ვიურმული გამყინვარების ეპოქაში დაახლოებით 38 000 წლის წინათ.

მას შემდეგ,რაც ლიბიის ხელისუფლებაში მოამარ კადაფი მოვიდა,მიღებული იქნა გადაწყვეტილება ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ნვთობის საბადოების ნაციონალიზაციისა.თავდაპირველად,კადაფი გეგმავდა ლიბიის ტერიტორიაზე განთავსებულ უდაბნოებში სოფლის მეურნეობა განევითარებინა,თუმცა აღნიშნული იდეა ვერ განახორციელა.სწორედ ამის შემდგომ გადაწყვიტა მან,განეხორციელებინა ისეთი გიგანტური პროექტი,რომელიც ქვეყნის მოსახლეობას სასმელი წყლით უზრუნველყოფდა.მითუმეტეს,რომ ლიბიის ტერიტორიაზე მიწისქვეშა მტკნარი წყლის უიზარმაზარი მარაგები იყო თავმოყრილი. (ავტორი გენია.ჯი) ხელოვნური მდინარის პროექტის ღირებულება 33 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა,თუმცა მიუხედავად ამისა,კადაფის უკან არ დაუხევია და 1984 წელს გახსნილი იქნა მილების დამამზადებელი ქარხანა,რომელსაც თავის მხრივ “დიდი ხელოვნური მდინარის” (იგივე – “სიცოცხლის მდინარის”) მშენებლობა მილებით უნდა მოემარაგებინა.პროექტის ხელმძღვანელად დანიშნული იქნა – ადამ კუვაირი,რომელიც შემდგომ წერდა: “აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად,ჩემს ოჯახში პირველად გაჩნდა შესაძლებლობა მუდმივად გვესარგებლა სასმელი წყლით.წყალმა ჩვენი ცხოვრება სრულიად შეცვალა.ჩვენ უკვე შეგვეძლო წყალი არა მარტო სასმელად გამოგვეყენებინა,არამედ დასაბანად,გასარეცხად და სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულებებისათვისაც”.ხელოვნურ მდინარეს სასმელი წყლით უნდა მოემარაგებინა ქვეყნის ისეთი უმნიშვნელოვანესი ქალაქების 6,5 მილიონი მოსახლეობა,როგორებიც გახლავთ – ტრიპოლი (დედაქალაქი),ბენღაზი,სირტა და სხვა.საერთო ჯამში,ხელოვნური მდინარის მილების სიგრძემ 4 000 კილომეტრი შეადგინა და იგი გამოყენებული იქნა არა მარტო სასმელ წყლად,არამედ შესაძლებელი გახდა ლიბიის ტერიტორიის სოფლის სამეურნეო ტერიტორიების 150 000 ჰექტარი მიწის მორწყვაც.მოამარ კადაფის მიერ განხორციელებული “ხელოვნური მდინარის” პროექტი,დღემდე ერთ-ერთ ყველაზე უდიდეს ირიგაციულ პროექტად არის მიჩნეული მსოფლიოში. 1999 წელს “იუნესკო”-მ “სიცოცხლის მდინარის” პროექტს უმაღლესი შეფასება მისცა და იგი  სპეციალური პრიზზით დააჯილდოვა.გარდა ამისა,მას “მსოფლიოს მერვე საოცრებაც” უწოდა. 2011 წელს ლიბიაში განხორციელებული სამოქალაქო დაპირისპირებისას ის მილების ქარხანა,რომლის მიერ ნაწარმოები მილებითაც იქნა აგებული ხელოვნური მდინარე,რიგმა სამხედრო ფორმირებებმა იარაღის საწყობად გამოიყენეს,რის გამოც დაიბომბა და განადგურდა.გარდა ამისა,დაზიანებული იქნა “სიცოცხლის მდინარის” მილებიც,რამაც ქვეყნის მოსახლეობის 70% კვლავ წყლის გარეშე დატოვა. (ავტორი გენია.ჯი)



“მსოფლიოს მერვე საოცრების” მშენებლობა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>