ფრანკლინ დელანო რუზველტი – “ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 32-ე პრეზიდენტი - ფრანკლინ დელანო რუზველტი (1882-1945 წლები) წერდა: “ერთადერთი,რისიც უნდა გვეშინოდეს,თავად შიშიაო”, – თუმცა,საყურადღეობოა ის გარემოება,რომ აღნიშნული ციტატის ავტორი,თავად იტანჯებოდა “ცეცხლის” ფობიით,ანუ – “პიროფობიით”.ცეცხლის და ზოგადად – ხანძრის შიში,რუზველტს პატარაობიდანვე თან დაჰყვა.ამის მიზეზი კი გახლდათ რამდენიმე უბედური შემთხვევა,რომელსაც თავად შეესწრო.პატარა ფრანკლინი თვითმხილველი გახდა იმ ფაქტისა,როდესაც მის ახალგაზრდა დეიდას – ლაურას კაბაზე ცეცხლი მოეკიდა.გარდა ამისა, 1899 წელს მანვე მიიღო მონაწილეობა ერთ-ერთი სარდაფისა და გროტონის სკოლის ხანძრების ჩაქრობაში.როგორც თავად ამბობდა,აღნიშნული ხანძრები მის მეხსიერებაში სამუდამოდ იმიტომ აღიბეჭდა,რომ ხანძრის შემდეგ თვითმხილველი გახდა ცხენების დანახშირებული გვამებისა.
ხანძრის მიმართ რუზველტის შიში მას შემდეგ (1920-იანი წლები) კიდევ უფრო გაძლიერდა,რაც მან ფეხში გრძნობადობა დაკარგა.მას ძალიან ეშინოდა იმისა,რომ ხანძარი არ გაჩენილიყო და შენობაში იზოლირებული არ აღმოჩენილიყო.როგორც რიგი ბიოგრაფებისა ირწმუნება,რუზველტს სიკვდილის იმდენად არ ეშინოდა,რამდენადაც ხანძრის.მისი პრეზიდენტობის პერიოდში,ხანძრის შიშით ფრანკლინი საძინებლის კარებს არასოდეს კეტავდა.მისი ბრძანებით,უსაფრთხოების სამსახურს დავალებული ჰქონდა მკაცრად და რეგულარულად ეკონტროლებინათ თეთრი სახლის კორიდორები,რათა სადმე ხანძრის კერა არ გაჩენილიყო. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ამბობენ,რუზველტის მეუღლემ – ელეონორამ,რომელმაც კარგად უწყოდა ქმრის პიროფობია,არქიტექტორებს დაავალა შეექმნათ ხანძრის შემთხვევაში ევაკუაციის ისეთი სპეციალიზირებული სისტემა,რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ფრანკლინისათვის იქნებოდა განკუთვნილი.მიუხედავად იმისა,რომ ფრანკლინ დელანო რუზველტი საშინელი პიროფობიით იყო დაავადებული,საახალწლო ნაძვის ხეს მაინც ყოველთვის სანთლებით რთავდა და არა გირლანდებით.