ვინსენტ ვილემ ვან გოგი – “ღამის კაფე”
“ღამის კაფე” – წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი მხატვარ-იმრესიონისტის – ვინსენტ ვილემ ვან გოგის (1853-1890 წლები) მიერ ზეთის საღებავების გამოყენებით ტილოზე დახატულ შედევრ-სურათს.ტილოს სიმაღლე 70 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 89 სანტიმეტრი.სურათზე მუშაობა მხატვარმა 1888 წელს დაიწყო და იმავე წელს დაასრულა.მასზე ასახულია საფრანგეთის ქალაქ არლის სადგურთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი კაფე,რომელსაც ვან გოგი ხშირად სტუმრობდა და შესაბამისად,კარგადაც იცნობდა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული კაფეს მეპატრონეები – ჟოზეფ მიშელი და მისი მეუღლე – მარი ჟინო ხშირად პოზირებდნენ ვან გოგთან (მაგალითად,მარი ჟინო ვან გოგს გამოსახული ჰყავს სურათზე – “არლეანელი”,ანუ “არლის მაცხოვრებელი”).დიდმა ნიდერლანდელმა მხატვარმა კარგად იცოდა არლისა და ამავე კაფის მსგავსი დაწესებულებების ”ღამის ცხოვრება”.ვან გოგი თავისი ძმის – თეოს მიმართ გაგზავნილ წერილში აღნიშნავდა: “ღამის კაფე”-ში მე ვეცადე გამომესახა ის ადგილი,სადაც ადამიანი იკლავს თავისივე თავს,იშლება ჭკუაზე და ხდება დამნაშავე.შევეცადე,რომ წითელი და მწვანე ფერების დახმარებით გამომესახა ის დამღუპველი ვნებები,რომლებიც მართავენ ადამიანებს”. (ავტორი გენია.ჯი) 1888 წლის სექტემბრის თვეში,ვან გოგმა სამი ღამის განმავლობაში იმუშავა სურათზე,დღისით კი ეძინა.მოგვიანებით,ასეთივე სურათი იმპრესიონისტმა ხელოვანმა აკვარელშიც გამოსახა.
1908 წლის გაზაფხულზე,”ოქროს საწმისის სამხატვრო სალონში” განთავსებულმა ვან გოგის სურათმა – “ღამის კაფე”,კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა და იგი 7 000 ფრანგულ ფრანკად შეიძინა რუსმა მეწარმემ და კოლექციონერმა – ივანე მოროზოვმა. 1918 წელს აღნიშნული შედევრი-ტილო საბჭოთა ხელისუფლების მიერ ნაციონალიზირებული იქნა. 1928-1933 წლებში იგი წარმოდგენილი იყო მოსკოვში განთავსებულ სხვადასხვა მუზეუმებში,ხოლო მოგვიანებით კი გაყიდული იქნა ერთ-ერთ ამერიკელ კოლექციონერზე – სტეფან კლარკზე.დღესდეობით,ვინსენტ ვილემ ვან გოგის სურათი – “ღამის კაფე” დაცულია აშშ-ის ქალაქ ნიუ ჰეივენში განთავსებულ – “იელის უნივერსიტეტის სამხატვრო გალერეაში”. (ავტორი გენია.ჯი)
ვინსენტ ვილემ ვან გოგის სურათი – “არლეანელი”,რომელზეც გამოსახული გახლავთ “ღამის კაფის” მეპატრონე ქალბატონი - მარი ჟინო