ჯოზეფ ნილი – “ეპიზოდი”
XIX საუკუნეში,კერძოდ 1888 წლის 30 დეკემბერს,ნიუფაუნლენდის სანაპიროსთან მდებარე სენ-პიერის არქიპელაგზე,ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოქალაქემ – ჯოზეფ ნილმა მოკლა ახალგაზრდა მამაკაცი,გვარად – კუპარდი.მკვლელს სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა “გილიოტინის” გამოყენებით,თუმცა საინტერესოა ის გარემოება,რომ არქიპელაგზე არც ერთი გილიოტინა არ არსებობდა.იმ პერიოდისათვის აღნიშნული არქიპელაგი საფრანგეთის მფლობელობაში იმყოფებოდა,რის გამოც ჯოზეფის სიკვდილით დასასჯელი – “გილიოტინა” პარიზიდან იქნა გაგზავნილი ჩრდილოეთ ამერიკის უშორესი კონტინენტისაკენ. (ავტორი გენია.ჯი) ხანგრძლივი პერიოდის მოგზაურობის შემდეგ გილიოტინა სენ-პიერის არქიპელაგზე ჩაიტანეს,მაგრამ იგი ამავე მოგზაურობის დროს ერთობ დაზიანდა.გარდა ამისა,არქიპელაგზე არ მოიძებნა არც ერთი ისეთი ადამიანი,რომელმაც მისი გამოყენება იცოდა.რამდენიმე ხანში,ადგილობრივი ხელისუფლების დიდი მონდომების შედეგად გილიოტინა შეაკეთეს და მოძებნეს ერთი ემიგრანტი ადამიანი,რომელიც კარგად იცნობდა “სიკვდილის მთესველი მანქანის” – გილიოტინის მოქმედების თავისუბურებას, და რომელმაც თანხმობა განაცხადა სიკვდილით დაესაჯა მსჯავრდებული. 1889 წლის 24 აგვისტოს,ჯოზეფ ნილი გილიოტინის საშუალებით სიკვდილით იქნა დასჯილი.ამ შემთხვევის შედეგად,ჯოზეფი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ისტორიაში გახდა პირველი და ერთადერთი ადამიანი,რომელიც გილიოტინის საშუალებით იქნა სიკვდილით დასჯილი. (ავტორი გენია.ჯი)