მარკ ტვენი – “ეპიზოდი”
1859 წელს გენიალურმა ამერიკელმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ – მარკ ტვენმა (1835-1910 წლები) მეტად უცნაური და საშინელი სიზმარი ნახა.კერძოდ,მან საკუთარი ძმა – ჰენრი,რკინის კუბოში მწოლიარე იხილა.გარდაცვლილის კუბოზე თეთრი ყვავილების დიდი თაიგული იდო.თეთრი ყვავილებისაგან დამზადებულ თაიგულის შუაში კი ერთადერთი წითელი ფერის ვარდი მოჩანდა.
სიზმრის ნახვიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ,მარკ ტვენმა მეტად ტრაგიკული ამბავი გაიგო: მისი ღვიძლი ძმა – ჰენრი,გემების შეჯახების შედეგად წარმოქმნილმა აფეთქებამ იმსხვერპლა.ძმის დაკრძალვაზე მისულმა ამერიკელმა მწერალმა,მოულოდნელად შენიშნა,რომ ჰენრის ცხედარი,იმავე ტრაგიკული მოვლენის შედეგად გარდაცვლილი სხვა ადამიანებისაგან განსხვავებით (ისინი ხის კუბოებში ესვენენ),რკინის კუბოში ესვენა.ძმის კუბოსთან მდგომი მარკ ტვენის გაოცება კი,მას შემდეგ კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა,რაც ერთ-ერთმა ხანდაზმულმა ქალბატონმა,ჰენრის რკინის კუბოზე დიდი თეთრი თაიგული დადო.თიგულის ცენტრში კი,ისევე როგორც სიზმარში – წითელი ფერის ერთადერთი ვარდი მოჩანდა… (ავტორი გენია.ჯი)