“პარიზის საცხედრე”
რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, XIX საუკუნისათვის საფრანგეთის დედაქალაქის – პარიზის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღირშესანიშნაობას – საცხედრე ანუ მორგი წარმოადგენდა.იმ პერიოდისათვის პარიზის მორგი არა მარტო ადგილობრივ მოსახლეობაში სარგებლობდა დიდი პოპულარობით,არამედ ტურისტებშიც დიდ ინტერეს აღძრავდა. 1864 წელს,ნორტ-დამ დე პარის ანუ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სიახლოვეს აგებული მორგის თავდაპირველი ფუნქცია რაღა თქმა უნდა ტურიზმისათვის არ იყო განსაზღვრული. (ავტორი გენია.ჯი) გი,როგორც წესი გამოიყენებოდა ცხედრების სათანადო პირობებში შენახვისა და იმ უცნობი გარდაცვლილი ადამიანების ამოსაცნობად,რომლებიც პარიზში იქნენ აღმოჩენლინი (ბევრი პარიზელი თავს მდინარე სენაში იხრჩობდა).მორგის ადმინისტრაციას ამ უბედური ადამიანების ცხედრები სპეციალურად დახრილ მარმარილოს მაგიდებზე ჰყავდათ დასვენებული,რომლებიც თავის მხრივ,იმისათვის რომ ახლობელ ადამიანებს იოლად ამოეცნოთ,მინის ვიტრინებში იყვნენ განთავსებული.მალე,პარიზის მორგი ბევრი ცნობისმოყვარე ადამიანის დაკვირვებისა და ინტერესის ობიექტად იქცა.მორგში შესვლა ნებისმიერ ადამიანს შეეძლო და უამრავი ადამიანიც აწყდებოდა მას.მორგის გარე პერიმეტრზე,ცხედრების სტუმრებისათვის სპეციალურად განათავსეს რამდენიმე სავჭრო დაწესებულება,სადაც იყიდებოდა ფუნთუშები,ნამცხვრები და სხვა ტკბილი ნუგბარები.
1888 წლისათვის პარიზის მორგი იმდენად პოპულარულ დაწესებულებად იქცა,რომ ყოველ ტურ-ოპერატორს იგი თავიანთ ტურისტულ მარშრუტებში ჰქონდათ შეტანილი.ყოველდღიურად მორგს,საშუალოდ – 40 000 ადამიანი სტრუმრობდა.ამბობენ,რომ პარიზის მორგი იმ პერიოდისათვის ბევრად უფრო პოპულარობით სარგებლობდა,ვიდრე მის სიახლოვეს მდებარე უნიკალური “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი”,რომელსაც თავის მხრივ უკვდავი ლიტერატურული ძეგლი აუგო გენიალურმა ვიქტორ-მარი ჰიუგომ.შესაბამისად,მორგს ბევრად უფრო მეტი ადამიანი სტუმრობდა,ვიდრე ამ საოცარ ტაძარს.ფაქტობრივად,პარიზის მორგმა თავდაპირველი ფუნქცია დაკარგა და ერთგვარ შოუდ გადაიქცა.მას სტუმრობდნენ არა მარტო ღარიბი და საშუალო კლასის ფენის წარმომადგენლები,არამედ არისტოკრატებიც.ასაკი განსაზღვრული არ იყო,რის გამოც საცხედრეს ბავშვებიც ხირად სტუმრობდნენ.აღნიშნული დაწესებულების ხშირი სტუმარი გახლდათ დიდი ინგლისელი მწერალი – ჩარლზ დიკენსი,რომელიც თავის დღიურში მას – “ძველ ნაცნობად” მოიხსენიებდა.მორგი დილის ექვსი საათისათვის იხსნებოდა დამთვალიერებლებისათვის.სამ სართულიან საცხედრეში მუდმივად სიცივე იყო. (ავტორი გენია.ჯი) მარმარილოს მაგიდებზე დასვენებული ცხედრების თავზე განთავსებული იყო სპეციალური ძელები,რომლებზეც გარდაცვლილების ტანისამოსები იყო წარმოდგენილი.საცხედრეში განთავსებული მრავალი ცხედარი საშინლად გამოიყურებოდა.მიუხედავად ამაზრზენი სანახაობისა,პარიზის მორგს სტუმრები მაინც არ აკლდა. 1907 წელს,პარიზის მორგი პუბლიკისათვის დაიკეტა და ამის ერთ-ერთ მიზეზად ადამიანის “მორალური კოდექსი” დასახელდა,რომელიც დიდი ხნის განმავლობაში რატომღაც არავის გახსენებია.დღესდღეობით,პარიზის საცხედრის ადგილას ულამაზესი პარკია გაშენებული. (ავტორი გენია.ჯი)