კანიბალიზმი ჩინეთის იმპერიაში…
ჩინეთის საიმპერატორო დინასტიის – “ტანის” მმართველობის ეპოქაში (618-907 წლები),რომელიც თავის მხრივ დაარსებული იქნა იმპერატორის ლი-იუანის მიერ,ისეთი ამაზრზენი და გაუგონარი რიგი კანონებისა იქნა შემოღებული,რაც დღემდე გაოგნების საგნად არის ქცეული. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ქვეყანაში გამეფებულ კორუფციას,მმართველი დინასტია “კანიბალიზმით” ებრძოდა.კერძოდ,იმ შემთხვევაში თუკი რომელიმე სახელმწიფო მოხელეს კორუფციის ფაქტზე წაასწრებდნენ,კორუმპირებულ ჩინოვნიკს ჯერ სიკვდილამდე სცემდნენ,ხოლო შემდგომ მისი ხორცით იკვებებოდნენ.თითქმის ანალოგიური მეთოდი გამოიყენებოდა სხვადასხვა სახის დანაშაულებებში ბრალდებული პირების მიმართაც: დამნაშავეებს ჯალათები ჯერ საჯაროდ ამოუღებდნენ გულს,ხოლო შემდგომ მის გულს ნაწილებად ჭრიდნენ და სიკვდილით დასჯის მაცქერალ ბრბოს შესაჭმელად ურიგებდნენ.გარდა ამისა,კანიბალიზმი კანონით იყო დაშვებული შურისძიების აქტის ჩადენის დროსაც.შესაბამისად, VII საუკუნესა და X საუკუნის დასაწყისში ჩინეთში კანიბალიზმი ერთობ გავრცელებული ქმედება გახლდათ.სწორედ ამ ამაზრზენი კანონების შემოღებისათვის მოიხსენიებენ ისტორიკოსები – “ტანის საიმპერატორო დინასტიას” ჩინეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ მმართველ დინასტიად. (ავტორი გენია.ჯი)