“სამეფო კარის” აბსურდული ეტიკეტები…
უძველესი აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ბიზანტიის იმპერიაში გავრცელებულმა სამეფო კარზე მოქმედმა მკაცრმა ეტიკეტებმა,გვიანი შუა საკუნეების პერიოდში,ჯვაროსანთა უშუალო მონაწილეობით დასავლეთ ევროპის მონარქთა სამეფო სასახლეებშიც მოიკიდა ფეხი.მალე,მან იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა,რომ მისი დაცვა ყველასათვის სავალდებულო გახდა.ხშირ შემთხვევებში,ევროპის რიგ სამეფო სასახლეებში დაწესებულმა ეტიკეტებმა იმდენად რთული სახე შეიძინა,რომ შემოღებული იქნა – “ცერემონაილმეისტერის” თანამდებობა,რომელსაც ევალებოდა რეგლამენტით გათვალისწინებული ყოველი ეტიკეტის დაცვისათვის ედევნებინა თვალი. (ავტორი გენია.ჯი) ხშირ შემთხვევებში,ევროპული სამეფოების (და არა მარტო ევროპული) სასახლის კარზე დაწესებული ეტიკეტები აბსურდშიც კი გადადიოდა.
რადგანაც ბიზანტიის იმპერიაში იმპერატორი ღვთის განსახიერებად იყო აღიარებული,ყოველი ადამიანი მოვალე იყო იმპერატორისათვის – “თქვენო მარადიულობავ” ეწოდებინა და მისთვის ისეთივე თაყვანი ეცა,როგორც ღმერთისათვის (სხვათა შორის,წითელი ფერის მქონე ფეხსაცმლის ტარების პრივილეგია მხოლოდ და მხოლოდ იმპერატორს გააჩნდა,რადგან წითელი ფერი ძალაუფლების სიმბოლოდ აღიქმებოდა) აღნიშნული ეტიკეტი ვრცელდებოდა არა მარტო ბიზანტიელებზე,არამედ სხვადასხვა ქვეყნების ელჩებზე და სასულიერო პირებზეც კი.ერთ-ერთი იმ ეპისკოპოსის გადმოცემის თანახმად,რომელსაც “პატივი” ხვდა წილად ბიზანტიის იმპერატორი ეხილა,ასეთ რამეს წერდა: “იმპერატორი იჯდა ბრწყინვალე ოქროს ტახტზე,რომელიც ულამაზეს ხელოვნურ ბილიკზე იდგა.იგი თავის მხრივ ოქროს ხის ჩრდილით იყო დაფარული.ხის ოქროსვე ფოთლებზე ოქროს ხელოვნური ჩიტები ისხდნენ.საიმპერატორო ტახტის მარჯვენა და მარცხენა მხარეს კი სუფთა ოქროსაგან დამზადებული ორი ლომი იჯდა.ასეთი საოცარი სურათის ხილვისას ისეთი წარმოდგენა შეგექმნებოდათ,თითქოს ლომები თვალ-ყურს ადევნებდნენ იმპერატორთან მიმსვლელთ.როდესაც ესა თუ ის ელჩი იმპერატორის ტახტს მიუახლოვდებოდა,ოქროს ჩიტები ჭიკჭიკს იწყებდნენ,ხოლო ლომები ბრდღვინვას.დადგენილი ეტიკეტის თანახმად,მას შემდეგ,რაც ელჩები ბიზანტიის იმპერატორს თვალს გაუსწორებდნენ,საიმპერატორო ტახტი საიდუმლო მექანიზმის წყალობით ერთობ მაღლა იწეოდა და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა,თითქოს ღვთებრივი იმპერატორის სადარი დედამიწაზე არავინ იყო”.
მეფის წინაშე მუხლებზე დადგომის ეტიკეტმა სათავე ესპანეთში აიღო,მოგვიანებით იგი ავსტრიის სამეფო კარზე გავრცელდა,ხოლო შემდგომ ინგლისშიც.
ესპანეთის სამეფო კარზე გავრცელებულ ეტიკეტს,დღემდე ყველაზე უცნაურ ეტიკეტად მიიჩნივეენ ისტორიკოსები.ესპანელი მონარქები “ხელშეუხებლებად” მიიჩნეოდნენ.მათთვის ხელის ხლება სამეფო ოჯახის წევრების გარდა ყველას კატეგორიულად ეკრძალებოდა.ბუხრის წინ მჯდომმა ესპანეთის მეფემ – ფილიპე III-ემ დამწვრობა მხოლოდ იმიტომ მიიღო,რომ ერთადერთ ქვეშევრდომს,ვისაც მეფის სავარძლის გადაადგილება ევალებოდა,ძალიან დაიგვიანა.სხვებისათვის კი,სავარძლისათვის ხელის ხლება წარმოუდგენელი რამ გახლდათ.
ერთ დღეს,ესპანეთის დედოფალმა მარია-ლუიზამ (კარლ II-ს მეუღლე),ცხენის დამორჩილება ვერ შეძლო და იგი გამძვინვარებულმა ცხენმა გაიტაცა.აღნიშნულ ფაქტს თვალს ადევნებდა ორი ესპანელი ოფიცერი,რომლებმაც მიუხედავად დაწესებული აკრძალვისა,დედოფალის ცხენს კვალში ჩაუდგნენ და იგი გადაარჩინეს. (ავტორი გენია.ჯი) საოცარია,თუმცა ფაქტია,რომ ყოველივე ამის ემდგომ,დედოფლის გადამრჩენი ოფიცრები იძულებული გახდნენ ქვეყნიდან გაქცეულიყვნენ,რადგან მათ სიკვდილით დასჯა ემუქრებოდათ.
როგორც ამბობენ,ესპანეთის მეფემ ფილიპე IV-ემ სამეფო კარზე დაწესებული ისედაც აბსურდული ეტიკეტი სრულიად სრულყო.ფრანგი ელჩი – ბერტო წერდა:
“მეფე დაიარებოდა,როგორც ნამდვილი ქანდაკება… იგი სტუმრებს იღებდა და პასუხობდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი და იმავე სახის გამომეტყველებით (როგორც ამბობენ,ფილიპე IV-ემ თავისი ზრდასრული ცხოვრების განმავლობაში სულ სამჯერ გაიღიმა).ფილიპეს საუბრის დროს მხოლოდ მისი ტუჩები ირხეოდა,სხვა მხრივ ის ნამდვილ ქანდაკებად იყო ქცეული”.
დაწესებული აბსურდული ეტიკეტების გამო,ესპანელი მეფეები ტავიანთი სასახლეების ნამდვილ ტყვეებადაც კი იქცნენ.
სამეფო კარის ეტიკეტებს თავად ადგენდა საფრანგეთის “მეფე მზედ” წოდებული მეფე- ლუი XIV.ფრანგ მონარქს,რომელსაც წარმოედგინა რომ სამყარო მის ირგვლივ ტრიალებდა,სრულ უტოპიამდე მიდიოპდა.მხოლოდ მის ტრაპეზს მუდმივად 400 მზარეული ამზადებდა,რომელთაც თავის მხრივ 96 დიდგვაროვანი ზედამხედველი აკონტროლებდა.
წითელი ფერიოს მქონე ფეხსაცმლის ტარების უფლება,ისევე როგორც ბიზანტიის იმპერიაში,მხოლოდ მეფეს გააჩნდა.
სამეფო კარზე დამკვიდრებული ეტიკეტები დღესდღეობითაც მოქმედებაშია,თუმცა არა იმ სახით,როგორც ეს შუა საუკუნეებში იყო მიღებული. (ავტორი გენია.ჯი)