პირველი ეკონომიკური სანქცია ისტორიაში…
ძვ.წ.აღ-ით 460 წელს,შუა საბერძნეთში მდებარე ანტიკური პერიოდის ქალაქის მეგარას მაცხოვრებლებმა უარი განაცხადეს “პელოპონესის კავშირის” წევრობაზე და ათენთან კავშირს დაუჭირეს მხარი.თუმცა,ძვ.წ.აღ-ით 446 წელს მეგარელებმა ათენელთა გარნიზონი განაიარაღეს და განდევნეს,რის შემდეგაც კვლავაც “პელოპონესის კავშირს” შეუერთდნენ. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,მეგარელებმა ათენიდან გაქცეული მონებისათვის დაიწყეს თავშესაფრების გადაცემა და იმ საზღვარზე მდებარე მიწების დამუშავება,რომლებიც ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით,ნაყოფიერებისა და მიწათმოქმედების ღვთების – დემეტრასადმი იყო მიძღვნილი.
მეგარელთა ქმედებებმა ათენელები ერთობ განარისხა და მათაც გადაწყვიტეს საპასუხო ზომების მიღება. ძვ.წ.აღ-ით 432 წელს ათენის გავლენიანმა პოლიტიკურმა მოღვაწემ და სარდალმა – პერიკლემ,ათენელთა თანხმობით მეგარას – “ფსეფიზმა” დაუწესა (ინდივიდუალური სამართლებლივი აქტი).პერიკლეს გადაწყვეტილებით,ის ათენელები,რომლებიც მეგარელებთან ვაჭრობას განაგრძობდნენ – სიკვდილით დაისჯებოდნენ.ასევე მეგარელთა გემებს აეკრძალათ ათენის გავლენის ქვეშ მყოფ პორტებში შესვლა. (ავტორი გენია.ჯი)ფაქტობრივად,ათენმა მეგარელთა წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს მიმართა,რაც თავის მხრივ პირველი დოკუმენტურად დადასტურებული შემთხვევა გახლავთ ისტორიაში.
მეგარა ათენის ეკონომიკურმა სანქციებმა ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააგდო.სწორედ ამის შემდგომ მიმართა მეგარას ხელისუფლებამ სპარტას დახმარების თხოვნით,რომელიც თავის მხრივ,დიდი ხანი ილესავდა კბილებს დემოკრატიული ათენის წინააღმდეგ.ძველბერძნული ქალაქების პოლისების კავშირმა,რომელსაც სათავეში სპარტა უდგა,ათენის წინააღმდეგ ომი დაიწყო,რომელიც ისტორიაში შევიდა,როგორც – “პელოპონესის ომი”.აღნიშნული ომში სპარტამ მოკავშირეებთან ერთად ათენი სასტიკად დაამარცხა. (ავტორი გენია.ჯი)