პონტიის ჭაობი

პონტიის ჭაობი – წარმოადგენდა რომის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე თანამედროვე ლაციოს ადმინისტრაციული რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ ჭაობს.ვალერტის დაბლობზე განთავსებული ჭაობი გადაჭიმული იყო ტერაცინიდან ტირენის ზღვამდე.მისისამხრეთი ნაწილი დიუნებით იყო შემოსაზღვრული,ხოლო აღმოსავლეთი ნაწილი კი მთებით. (ავტორი გენია.ჯი) დაჭაობებული ადგილის სრული ფართობი 775 კვადრატული კილომეტრია.სანამ ის ტერიტორია,რომელზეც პონტიის ჭაობია განთავსებული დაჭაობებას დაიწყებდა,იქ საკმაოდ ნაყოფიერი მიწები მდებარეობდა და მას ძველი რომაელები – პონტიის ველს უწოდებდნენ.პონტიის ჭაობმა ჩამოყალიბება დაახლოებით 2 000 წლის წინათ დაიწყო.აღნიშნული მოვლენის მიზეზი კი,რომის სამხრეთ ნაწილებში ტყეების მასობრივი ჭრა გახდა.პონტიის ველზე მდებარე მოჭრილი ხეებით რომაელები გემებს აგებდნენ და გასათბობად გამოიყენებდნენ.ისტორიის ადრეულ ეტაპებზე ამ ტერიტორიებზე – ვოლსკები ცხოვრობდნენ (კელტური მოდგმის გადაშენებული ანტიკური ერი იტალიაში).დიდი რომაელი ისტორიკოსის – ტიტუს ლივიუსის (ძვ.წ.აღ-ით 59 – ახ.წ.აღ-ით 17 წლები) ცნობების თანახმად,ვოლსკებს 33 ქალაქის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას.მათი დედაქალაქი სუესა-პომეცია გახლდათ,რომელიც თავის მხრივ ერთობ დიდი სიმდიდრით ბრწყინავდა.საინტერესოა ის გარემოება,რომ პონტიის ჭაობის ტერიტორიაზე გადიოდა პირველი რომაული სამხედრო გზა – “ვია აპია”,რომელიც ძვ.წ.აღ-ით 312 წელს ააგეს რომაელებმა.იგი “მარადიულ ქალაქს” – ქალაქ ბრინდისთან აკავშირებდა.მას შემდეგ,რაც ტერიტორია ჭაობმა დაფარა,ადგილობრივებში მალარიამ იფეთქა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად რიგი რომაელი იმპერატორების მცდელობისა დაეშროთ ჭაობი,ყველა ცდა მაინც წარუმატებლად დასრულდა.

1930 წელს,ბენიტო ამილკარე ანდრეა მუსოლინის პირადი ინიციატივით დაწყო პონტიის ჭაობის დაშრობა,რასაც სრული ათი წელიწადი დასჭირდა.ჭაობის დაშრობასთან ერთად მისი უკაცრიელი ტერიტორიები დასახლებული იქნა ღარიბი ფენის მქონე იტალიელების მიერ.ჭაობის ტერიტორიაზე აშენდა ქალაქები – საბაუდია და პონტინია.გარდა ამისა გაყვანილი იქნა არხები.დამუშავებულ მიწებზე მოჰყავთ ხორბალი და სხვადასხვა სახეობის ხილი.

1934 წელს,იმისათვის რომ შეენარჩუნებინათ პონტიის ჭაობის ფრაგმენტები,მუსოლინის ბრძანებით ორგანიზება გაუკეთდა ჩირჩეოს ეროვნული პარკის ჩამოყალიბებას. (ავტორი გენია.ჯი)




პონტიის ჭაობის ტერიტორიაზე აგფებული პირველი რომაული სამხედრო გზა – “ვია აპია”


ჩირჩეოს ეროვნული პარკი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>