ტაიაროას კონცხი
ტაიაროას კონცხი – მდებარეობს ახალ ზელანდიაში განთავსებულ ოტაგოს ყურის შესართავში,ქალაქ დანედინის სიახლოვეს.აღნიშნულმა კონცხმა თავისი სახელწოდება XIX საუკუნეში მაორების ერთ-ერთი ტომის – “მვის” ბელადის – მატენგა ტაიაროას საპატვიცემულოდ მიიღო.კონცხის უახლოესი დასახლება გახლავთ ოტაკოუ,რომელიც მისგან 3 კილომეტრის მოშორებით არის განთავსებული.ტაიაროას ულამაზეს კონცხზე აღმართულია შუქურა,რომელიც 1864 წელს იქნა აგებული.გარდა ამისა,მასზევე მდებარეობს “ჩრდილოეთის სამეფო ალბატროსების” უნიკალური კოლონია,რომელმაც ჩამოყალიბება 1920-იან წლებში დაიწყო. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ აღნიშნული კოლონია ერთადერთი დასახლებული ადგილია მსოფლიოში,სადაც ჩრდილოეთის სამეფო ალბატროსებს აქვთ კოლონია ჩამოყალიბებული.ამავე კონცხზე განთავსებულია ნანგრევებად ქცეული საფორტიფიკაციო ნაგებობების ნაშთები,რომლებიც ადგილობრივებმა 1886 წელს რუსეთის ფლოტის შესაძლო თავდასხმის მოსაგერიებლად ააგეს.ტაიაროას სანაპიროზე მდებარეობს მცირე მოცულობის მქონე პლაჟი,სადაც მრავალი სახეობის ზღვის ცხოველი ბინადრობს.მათ შორის – ზღვის ლომები და ახალზელანდიური ზღვის სელაპები.პლაჟზე ასევე შესაძლებელია “შესანიშნავი პინგვინების” სახეობის ხილვა,რომლებიც თავის მხრივ გადაშენების ზღვარზე მყოფ ფრინველთა რიგს განეკუთვნებიან.ის ტერიტორია,სადაც ჩრდილოეთის სამეფო ალბატროსები ბინადრობენ,ადგილობრივი დეპარტამენტის მიერ არის დაცული და იქ შესვლა შეზღუდულია. (ავტორი გენია.ჯი)