ზღვის ბერმონაზონი
ზღვის ბერმონაზონი – წარმოადგენს მითიურ ურჩხულს,რომელიც სხვადასხვა გადმოცემების თანახმად ბინადრობდა ჩრდილოეთის ზღვებში.ამ დაუნდობელი და ხარბი ურჩხულის შესახებ ინფორმაცია სათავეს ჯერ კიდევ ადრეული შუა საუკუნეებიდან იღებს.იგი პირველად აღწერილი იქნა ცნობილი გერმანელი ნატურალისტის – კონრად მეგენბერგის მიერ 1349 წელს დაწერილ პირველ გერმანულ საბუნებისმეტყველო წიგნში – “ბუნების ისტორია”.აღნიშნულ წიგნში ავტორმა ზღვის ბერმონაზონი შემდეგი სახით აღწერა: “ზღვის ბერმონაზონი ეწოდება თევზისმაგვარ ურჩხულს,რომელსაც სხეულის ზემოთა ნაწილში,ისევე როგორც ადამიანს,გააჩნია თავი,რომელიც თავის მხრივ ძალიან წააგავას თმაშეკრეჭილ ბერმონაზონს. (ავტორი გენია.ჯი) იგი ხშირად გამოდის ზღვის სანაპიროებზე,რითიც ადამიანების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს.აკეთებს სხვადასხვაგვარ ნახტომებს და გაოცებაში მოჰყვას ხალხი.როდესაც ადამიანები ზღვის ბერმონაზონის თამაშს ადევნებენ თვალს,უხარიათ,ერთობიან და კიდევ უფრო ცდილობენ მიუახლოვდნენ მას.სწორედ ამ დროს გამოაჩენს ხოლმე მონსტრი თავის ცბიერ და დაუნდობელ ბუნებას: ყველაზე ახლოს მყოფ ადამიანს იჭერს,ზღვის სიღრმისაკენ მიაქანებს და იქვე ჭამს მას.გააჩნია ადამიანის მსგავსი თავი,თუმცა სახე თევზისმაგვარი ცხვირ-პირით. (ავტორი გენია.ჯი)
პირველი ფაქტი,როდესაც იგი ზღვის სანაპიროზე იქნა გამორიყული,დაფიქსირებულია დანიაში. 1546 წელს ზღვის ბერმონაზონი დანიის სანაპიროზე საშინელი შტორმის შედეგად გამოირიყა .მოგვიანებით ასეთივე ურჩხული აღმოჩენილი იქნა ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე ფერტ-ოფ-ფორტის ყურის სანაპიროზე შოტლანდიაში (როგორც ცნობილია,იმ პერიოდებში ზღვებში მრავალი ზღვის ბერმონაზონი ბინადრობდა).გარდა ამისა,არსებობს ცნობები იმის შესახებაც,რომ აღნიშნული მონსტრი 1531 წელს პოლონელმა მეზღვაურებმაც იხილეს. 1550 წელს შვედეთის ქალაქ მალმიოსთან ადგილობრივი მეზღვაურების ბადეს ამოყვა “ზღვის ბერმონაზონი”.არილდ ხვიტფელდის ცნობების თანახმად (წიგნში – “დანიის სამეფო ქრონიკები”),ეს არსება ასევე დაჭერილი იქნა დანიელი მეზღვაურების მიერაც ერესუნის ყურის სანაპიროებთან (დანია),რის შემდეგაც იგი გადაგზავნილი იქნა დანიის მეფესთან კოპენჰაგენში. (ავტორი გენია.ჯი) მეფისვე ინიციატივით,მხატვრებმა ურჩხულის რამდენიმე სურათი დახატეს,რის შემდეგაც დანიელმა მონარქმა ზღვის ბერმონაზონის სურათები რამდენიმე ევროპული სახელმწიფოების მონარქებსა და ნატურალისტებს გადაუგზავნა.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ ზღევებში ასევე ბინადრობდა ზღვის ბერმონაზონისმაგვარი არსება,სახელწოდებით – “ზღვის ეპისკოპოსი”,თუმცა იგი ამ მონსტრისაგან განსხვავებით ბევრად უფრო ლმობიერი არსება გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი)
“ზღვის ბერმონაზონები”
“ზღვის ეპისკოპოსი”