უინსტონ ჩერჩილი – “ეპიზოდი”
მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას საბჭოთა კავშირს დახმარების სახით ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ “სტუდებეკერის” ფირმის სატვირთო ავტომობილები გაუგზავნა.თითოეულ სატვირთო ავტომობილს თან ახლდა სათადარიგო ნაწილების სრული კომპლექტე და მძღოლებისათვის განკუთვნილი ყავისფერი ტყავის ქურთუკი (ასეთ ქურთუკებს საბჭოთა მძღოლები სიზმრადაც კი ვერ იხილავდნენ.აქვე საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ ყავისფერ ტყავის ქურთუკებს აშშ-სა და ევროპის რიგ ქვეყნებში,მათ შორის დიდ ბრიტანეთშიც,უმეტესწილად სატვირთო ავტომობილების მძღოლები ატარებდნენ).ხარისხიანმა ტყავის ქურთუკებმა იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა,რომ მათი უმეტესობა უმალვე საბჭოთა ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმა დაისაკუთრეს და შესაბამისად,საბჭოთა მძღოლებისათვის არავის გადაუცია. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,ტყავის ყავისფერი ქურთუკები ერთგვარ მოდურ ტანისამოსადაც იქცა საბჭოთა ჩინოვნიკებში.
როგორც ცნობილია,ომის პერიოდში დიდი რბიტანეთის ლეგენდარული პრემიერ-მინისტრის – სერ უინსტონ სპენსერ ჩერჩილი მოსკოვს ეწვია.მას შემდეგ,რაც დიდი ბრიტანეთის ლეგენდარულმა პრემიერმა საბჭოთა მიწაზე ფეხი დადგა,მისმა დაკვირვებულმა თვალმა შეამჩნია რომ,მის დამხვედრთა შორის მყოფი დიპლომატების უმრავლესობა ერთი და იმავე ფერის (ყავისფერი) ტყავის ქურთუკებით იყვნენ შემოსილნი.
ჩერჩილი ნანახმა გაახალისა და მის თანმხლებ პირს ჩუმად,ერთობ ირონიულად უთხრა: ” – როგორც ჩანს,აქ მე მხვდებიან არა დიპლომატები,არამედ “მძღოლების პროფესიული კავშირის წევრებიო”. (ავტორი გენია.ჯი)