იცით თუ არა,რომ

1. პრუსიის მეფე – ფრიდრიხ II დიდი (1712-1786 წლები) ცინიკურად ოხუნჯობდა: “ევროპას სამი უდიდესი მეძავი განაგებსო” (იგი “სამ უდიდეს მეძავში” გულისხმობდა რუსეთის დედოფალს – ელისაბედს,ავსტრიის დედოფალს – მარია ტერეზასა და საფრანგეთის მეფის ლუი XV-ეს ცნობილ სამეფო საყვარელს – მადამ დე პომპადურს).

2. დიდი გერმანელი მოაზროვნისა და მწერლის – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს ბავშვობაში,კერძოდ 1755 წელს მომხდარმა ლისაბონის საშინელმა მიწისძვრამ,რომელსაც 60 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,იმდენად დიდი გავლენა იქონია მასზე,რომ შემდეგი სახის ჩანაწერიც კი გააკეთა: “ლისაბონის მიწისძვრამ ღმერთის სიქველეში ასე თუ ისე დამაეჭვაო”. – (ავტორი გენია.ჯი)

3. მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში,პოლონეთი მოიცავდა ევროპაში ყველაზე დიდ ებრაელ მოსახლეობას (3 მილიონი ებრაელი).

4. 1933 წელს საბჭოთა ხელისფლების მიზანმიმართულმა ეკონომიკერმა პოლიტიკამ უკრაინაში მასობრივი შიმშილობა გამოიწვია,რასაც ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.მაღაზიებთან უზარმაზარი პურის რიგები იდგა.თითოეულ რიგში საშუალოდ,დღეში 40 000 ადამიანიც კი იდგა.რიგში მდგომნი იმდენად სასოწარკვეთილები იყვნენ,რომ ისინი მათ წინ მდგომმებს ებმედოდნენ ქამარზე,რათა რიგი არ დაეკარგათ. P.S. სხვათა შორის,ასეთი რიგებში მდგომი დამშეული ხალხი არც ორსულებს ატარებდა ურიგოდ და არც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს.

5. საბჭოთა ხელისუფლების მიერ შექმნილი “საკონცენტრაციო ბანაკების”, იგივე – “გულაგების” უზარმაზარი სისტემა – 476 ბანაკისაგან შემდგარ კომპლექსს მოიცავდა, სადაც კატორღული მუშაობა წლების განმავლობაში 18 მილიონიამდე ადამიანს მიესაჯა.მათგან სამ მილიონამდე ადამიანი პატიმრობის პერიოდში გარდაიცვალა.

6. 1930-იან წლებში მიმდინარე კოლექტივიზაციის დროს,კომუნისტური პარტიის “ენთუზიაზმით სავსე” აქტივისტები უკრაინელ გლეხებს არა მარტო სარჩო-საბადებელს ართმევდნენ,არამედ უდიდეს შეურაცხყოფასაც აყენებდნენ: მშიერ გლეხებს ერთმანეთთან აჩხუბებდნენ გასართობად,ან ძირს ახოხებდნენ და ძაღლებივით აყეფებდნენ,ან ტალახში მუხლებზე აყენებდნენ და ალოცვინებდნენ.დაფიქსირებულია ფაქტები,როდესაც ამ ამაზრზენმა აქტივისტებმა,მათ მწნილებშიც კი მოუშარდეს.

7. გენიალური გერმანელი პოეტი,დრამატურგი და ისტორიკოსი – ფრიდრიხ შილერი,თავდაპირველად – გოეთეს აღმერთებდა და აღიარებდა,რომ მისი შემოქმედების ჩრდილში გაიზარდა.თუმცა,შემდგომ მათ შორის წარმოქმნილმა უთანხმოებამ იმდენად შეაძულა იგი,რომ ასეთი რამაც კი დაწერა: “მე სიამოვნებით მოვკლავდი მის სულს და მერმე ისევ გულითადად შევიყვარებდიო”.

8. მაქსიმ გორკი წერდა: “შექსპირი,ბალზაკი,ტოლსტოი – აი,ჩემი აზრით,სამი მონუმენტი,რაც კაცობრიობამ აუგო თავის თავს…”

9. გენიალურმა ფრანგმა მწერალმა – ონორე დე ბალზაკმა თავის ღარიბულ ოთახში ნაპოლეონ ბონაპარტის ბიუსტი დადგა,რომელზეც ეწერა: “რაც ნაპოლეონმა ხმლით დაიპყრო,მას მე კალმით დავიპყრობო” (და მართლაც დაიპყრო კიდეც – ავტორი გენია.ჯი).

10. ნორვეგიის მეფე – ულაფ V (1903-1991 წლები),რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ყოველთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობდა და ყოველთვისვე იხდიდა მგზავრობის დაწესებულ ფულს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>