გოეთესა და ეკერმანის დიალოგი…
გოეთე: “დემონურობა იგია,რაც ჭკუისა და გონების ძალით მიუწვდომელია.დემონურობა მე თავათ არა მაქვს ბუნებაში,მაგრამ მე მაინც შეპყრობილი ვარ მისგან”.
ეკერმანი: “ნაპოლეონი,ვგონებ დემონურობასთან წილნაყარი უნდა ყოფილიყო”.
გოეთე: “უთუოდ,უთუოდ,უაღრესად,ასე რომ ამ მხრივ ვერავინ შეედრება მას.დიდი ჰერცოგიც დემონური ბუნებისა იყო,განუსაზღვრელ მძლეოსნობითა და ამბოხით სავსე,მას საკუთარი საუფლო ეცოტავებოდა, და უფრო ვრცელიც რომ ჰქონოდა,ვერც იქ დაეტეოდა”.
ეკერმანი: “ისიც მიბრძანეთ,დემონური მოვლენებშიაც თუ იჩენს თავს?”
გოეთე: “განსაკუთრებით,ყოველთვის და ყოველგან მჟღავნდება იგი,ყოველგან,სადაც ჩვენი გონების ძალი უმწეო აღმოჩნდება.საერთოდ დემონურობა ნაირნაირი სახით მხილდება მთელს ბუნებაში,როგორც ხილულში,ისე უხილავში.არსთა შორის მრავალნი პირწმინდად დემონური ბუნებისანი არიან,ხოლო ზოგზოგნი დემონურის განაწევრნი”.
ეკერმანი: “განა მეფისტოფელსაც არ აქვს დემონური შტრიხები?”
გოეთე: “არა,მეფისტოფელი მთლად უარყოფითი სახეობაა.დემონურობა კი პოზიტიურ ძალმოსილებას ახლავს.ხელოვანთა შორის,მუსიკოსები არიან ამგვარი ბუნებისა,მხატვრები იშვიათად.როგორც სჩანს,პაგანინი უაღრესად დემონური იყო,ამიტომაც დიდი ზეგავლენა მოახდინა მან.
…ლორდ ბაირონიც უაღრესად დემონური უნდა ყოფილიყო,მიტომაც ჯადოსნურ ზეგავლენას ახდენდა იგი მასებზე.განსაკუთრებით ქალები ვეღარ უძლებდნენ ბუნების მისის მომხიბვლელობას”.
ეკერმანი: “ღვთაებრიობის იდეა თუ დაიტევს დემონურობის შესატყვისს?”
გოეთე: “ეჰ,ჩემო კარგო,ან რა ვიცით ჩვენ ღვთაებრიობის შესახებ? ან რა უნდა გვითხრას ჩვენმა დუხჭირმა გონებამ უზენაესის შესახებ?.. თუნდაც ათასგვარი სახელიც რომ შევარქვათ მას მსგავსად რომელიმე თურქისა,მის მრავალკიდოვანი ბუნების შესახებ მაინც ცოტა იქნება თქმული”… (ავტორი გენია.ჯი)