ჟან-პოლ მარატის შესახებ…

“ჯერ კიდევ სულ რაღაც ერთი წლის წინ,ხუთასი ან ექვსასი ადამიანის მოკვეთილი თავი თქვენ თავისუფალსა და ბედნიერს გაგხდიდათ.დღეს კი იძულებული ვართ ამისათვის რამდენიმე ათას ადამიანს მოვკვეთოთ თავი”. – ამ სიტყვების ავტორი გახლდათ საფრანგეთის დიდი რევოლუციის ერთ-ერთი შემოქმედი (იაკობინელთა ლიდერი),ექიმი,რადიკალი ჟურნალისტი,”ხალხის მეგობრად” წოდებული - ჟან-პოლ მარატი (1743-1793 წლები).მისი პიროვნება დღემდე დავის საგნად არის ქცეული. (ავტორი გენია.ჯი) თუკი ერთნი მას გმირად და წამებულად მიიჩნევდნენ,მეორენი მას იმ სისხლიან და სასტიკ ადამიანად განიხილავენ,რომელმაც გილიოტინაზე უამრავი რევოლუციის მტერი გაგზავნა.

1743 წლის 24 მაისის დილას ნევშატელის საგრაფოში (შვეიცარია) მდებარე პატარა ქალაქ ბუდრიში,სახელგანთქმული ექიმის – ჟან ბატისტ მარატის (1704-1783 წლები) ოჯახში დაიბადა ვაჟი.ჩვილი იმდენად სუსტი  ჯანმრთელობის მქონე იყო,რომ ვერავის წარმოედგინა სიცოცხლის შენარჩუნებას თუ შეძლებდა იგი.მარატის მშობლებს ბავშვისათვის რძე სპეციალურად,ალპების მთებში მდებარე სოფლებიდან მოჰქონდათ. და მოხდა სასწაული: ბავშვმა ძალაც შეიძინა და წონაშიც დაიწყო მომატება.მალევე იგი მონათლეს და სახელად – ჟან-პოლი დაარქვეს.მარატმა შესანიშნავი განათლება მამისაგან მიიღო.ხუთი წლის ასაკში მყოფს – პედაგოგობა სურდა; თხუთმეტი წლისას – პროფესორობა; თვრამეტი წლისჟან-პოლმა მხედველობა შეიცვალა და მწერლობა გადაწყვიტა,ხოლო ოცი წლისამ კი – დიდი სწავლულის,მოაზროვნისა და მეცნიერის მანტიის მორგება.საშუალო სკოლა მშობლიურ ქალაქში წარჩინებით დაასრულა,რის შემდეგაც ნევშატელის კოლეჟში განაგრძო სწავლა.მალევე შესანიშნავად შეითვისა ინგლისური,იტალიური,ესპანური,ნიდერლანდული და გერმანული ენები,რამაც მარატი “პოლიგლოტადაც” კი აქცია. (ავტორი გენია.ჯი) საფრანგეთის დიდი რევოლუციის მომავალი ლიდერის უმცროსმა ძმამ – დავიდ დე ბუდრიმ (იგივე მარატმა) 1784 წელს სასწავლებლად სანკტ-პეტერბურგს მიაშურა.მოგვინებით იგი გრამატიკოსი და ფრანგული ლიტერატურის პროფესორი გახდა.მას შემდეგ,რაც 16 წლის ასაკში მყოფ მარატს მშობლები გარდაეცვალა,იძულებული გახდა თავისი საარსებო წყარო თავადვე მოეპოვებინა: უფულო,თუმცა თავის გენიალურობაში დარწმუნებული და მიზანდასახული ჟან-პოლი ქალაქიდან ქალაქში დადიოდა და სამედიცინო პრაქტიკას აქტიურად იყენებდა.მანამდე კი,ბორდოში შაქრის პლანტაციების ერთ-ერთი მფლობელისა და გემთმფლობელის მდიდარ ოჯახში აღმზრდელად დაიწყო მუშაობა.თავისუფალ დროს ძალიან ბევრს კითხულობდა.განსაკუთრრებული გავლენა მასზე ჟან-ჟაკ რუსოსა და მონტესკიეს იდეებმა და შემოქმედებებმა მოახდინეს.მოგვიანებით,ამბიციური მარატი პარიზში გადავიდა და ერთ-ერთ ლიტერატურულ გამოცემაში გადაწყვიტა მუშაობის დაწყება,თუმცა უარი მიიღო.მიუხედავად იმედგაცრუებისა,იგი კიდევ უფრო ჩაუღრმავდა ფილოსოფიის,ისტორიის,ლიტერატურის,ფიზიკისა და ქიმიის მეცნიერებების შესწავლას.საბოლოო ჯამში ჟან-პოლმა არჩევანი მედიცინის მეცბნიერების დაუფლებაზე შეაჩერა და “ახალი ჰიპოკრატობა” გადაწყვიტა.შესაძლოა ითქვას,რომ ჰიპოკრატემდე მას ძალაინ ბევრი უკლდა,თუმცა ცუდი ექიმი ნამდვილად არ ყოფილა. 22 წლის ასაკში მყოფმა მარატმა საფრანგეთში თავისი გენიის გამობრწყინებას ვერ მიაღწია,რის გამოც კურსი ევროპის სხვა სახელმწიფოებისაკენ აიღო. 1765 წელს გაემგზავრა ამოუწურავი შესაძლებლობის მქონე – ინგლისში.მიუხედავად იმისა,რომ თვითნასწავლი სამედიცინო განათლება ჰქონდა მიღებული,მან ინგლისში მაინც ხელშესახებ წარმატებას მიაღწია.ექიმის ფუნქციებს ასრულებდა სატუსაღოებში,საავადმყოფოებსა და მუშათა ბარაკებში.ამ პერიოდში მან იმდენად კარგი სამედიცინო პრაქტიკა მიიღო,რომ 1767 წელს ვენერიული დაავადებების შესახებ წიგნიც გამოსცა. 1769 წელს ლონდონში გამოიცა ჟან-პოლის მეორე წიგნიც,რომელშიც პირველად იყო აღწერილი – ასტიგმატიზმი (თვალის რეფრაქციის ისეთინ სახე,როდესაც თვალში აღინიშნება ორი სხვადასხვა სახის რეფრაქციის ან ერთი სახის რეფრაქციის სხვადასხვა ხარისხით არსებობა).მოგვიანებით,ადამიანიოს ფიზიოლოგიის შესახებ ორტომეული გამოსცა. (ავტორი გენია.ჯი) მის კალამთანვე ასოცირდება ფილოსოფიური ჟანრის მქონე ნაშრომების გამოცომაც. 1775 წლის 30 ივნისს ედინბურგის უნივერსიტეტმა,სადაც იგი ლექციებს ატარებდა,მედიცინის საპატიო დოქტორის ხარისხი მიანიჭა,რამაც ერთობ გაუთქვა სახელი.ინგლისში მარატმა 11 წელიწადი იცხოვრა და დიდ წარმატებასაც მიაღწია. 1776 წელს იგი სამშობლოში დაბრუნდა და პრინცი კონდეს გვარდიულ კორპუსში ექიმად დაიწყო მუშაობა.მისი ძირითადი ფუნქცია,ჯარისკაცების ვენერიული დაავადებებისაგან განკურნება იყო.პარიზში სახელი ერთ-ერთი ულამაზესი და დიდებული ქალბატონის – მარკიზა ლობესპანის განკურნებით გაითქვა.მას ტუბერკულოზი ჰქონდა და ვერავის წარმოედგინა თუ ვინმე შესძლებდა ქალის განკურნებას,თუმცა ეს მარატმა შესძლო.მალევე,გამოჯანმრთელებული ულამაზესი ქალი შეუხედავი (შესაძლოა ჳთქვას – მახინჯი) ჟან-პოლის საყვარლად იქცა.მარკიზას შუამავლობით,მარატს საფრანგეთის არისტოკრატიისაკენ გაეხსნა გზა.მალევე იგი სამეფო სასახლის კარის ექიმი გახდა და ხელფასად უზარმაზარი თანხა – 1 000 ლივრი დაენიშნა.ეს კი მისი სამედიცინო მოღვაწეობის პიკი გახლდათ.

მოგვიანებით,მარატს მედიცინა მობეზრდა,რასაც ერთ-ერთ მეგობრისადმი მიწერილ წერილშიც აღიარებდა: “ჩემი მოღვაწეობა – ნამდვილი შარლატანობაა.შესაბამისად,შემდგომში აღარ მიღირს ამით დავკავდე”.

ჟან-პოლი ახლა უკვე მეცნიერებამ გაიტაცა და საკუთარ ბინაში ლაბორატორიაც მოაწყო,სადაც სხვადასხვა სახეობის ცდებს ატარებდა ფიზიკასა და ქიმიაში.დიდების მანიით შეპყრობილმა მარატს სულზე მოუსწრო საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიპეტიებმა.მან ტავი მიანება ყოველგვარ მეცნიერებას და აქტიურად დაკავდა პოლიტიკით.მან,როგორც ერუდირებულმა ადამიანმა,ბრბოს პატივისცემა მალევე მოიპოვა.დაიწყო გაზეთის – “ხალხის მეგობარი”-ს გამოცემა და ეწოდა კიდეც თიკუნად ჟან-პოლს – “ხალხის მეგობარი”.იაკობინელთა ლიდერად ქცეულმა მარატმა საფრანგეთის დიდ რევოლუციაში დიდი წვლილი დაიდო და გამარჯვებულმა,”სიკვდილის მანქანის” – “გილიოტინის” შესწავლას საკმაოდ დიდი დროც დაუთმო დაუთმო,რომელიც თავის მხრივ პირველად თხებზე იცდებოდა.ჟან-პოლ მარატი გილიოტინაზე გზავნიდა როიალისტებს,ჟირონდისტებს და ყველას,ვინც ახალი რეჟიმის წინააღმდეგ გაბედავდა ხმის ამოღებას.იგი ამბობდა,რომ “თავი უნდა გაესრისათ კონტრევოლუციონერებისათვის”.კონვენტში მოკალათებული ჟან-პოლი,რადიკალური იდეებით გამოირჩეოდა და მოწინააღმდეგეების სიკვდილით დასჯას სრულიად გამართლებულად მიიჩნევდა.მარატს დიდება მაინც არ ეწერა,რადგან იგი განუკურნებელი ავადმყოფობით დაავადდა (ნერვებზე განუვიტარდა ეგზემა).იტანჯებოდა საშინელი ცხელებით,შეეძლო მხოლოდ და მხოლოდ თხევადი საკვების მიღება.იმისათვის რომ შეეჩერებინა სხეულში წარმოქმნილი არასასურველი პროცესები,მუდმივად სვამდა ყავას.რადგანაც სხეულის ტემპერატურა ყოველთვის მაღალი ჰქონდა,დროის დიდ ნაწილს აბაზანაში ატარებდა.იქვე ადგენდა სტატიებს და იღებდა სტუმრებსაც კი. 1793 წლის 13 ივლისს,გოგონამ – მარი ანა შარლოტა კორდე დ’არმონმა,ორ ფრანკად იყიდა დანა.საღამოს შვიდ საათზე შურისძიებით ანთებული გოგონა კორდელიერის ქუჩისაკენ დაიძრა,სადაც მარატი თავის ახალ საყვარელთან ერთად ცხოვრობდა.იგი ჟან-პოლის სახლში შეიპარა და აბაზანაში ჩააკლა უმრავი ადამიანის სისხლით მოთხვრილი რევოლუციონერი – ჟან-პოლ მარატი (მოგვიანებით თავადაც სიკვდილით დასაჯეს).საინტერესოა ის გარემოება,რომ წინასწარმეტყველებით სახელგანთქმულ მარატს,აბაზანის სიახლოვეს,ორ დამბაჩასთან ერთად ფურცელი ედო,რომელზეც მისივე კალიგრაფიით ეწერა: “la mort” ანუ სიკვდილი”. (ავტორი გენია.ჯი)

ჟაკ ლუი დავიდი – “მარატის სიკვდილი”

ბორდის ტილო – “შარლოტა კორდე”

 მარი ანა შარლოტა კორდე დ’არმონი

ჟან-პოლ მარატი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>