ნაპოლეონ ბონაპარტი – “ეპიზოდი”

1799 წლის 27 მაისს,დიდი ფრანგი მხედართმთავარი – ნაპოლეონ ბონაპარტი (1769-1821 წლები) იძულებული გახდა თავისი არმიით ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ანტიკური პერიოდის ქალაქ -იაფადან (თანამედროვე ისრაელი) უკან,ეგვიპტისაკენ დაეხია.იმ ჯარისკაცებს,რომლებიც ბრძოლების დროს დაიჭრნენ და დასახიჩრდნენ,ნაპოლეონმა სპეციალური დაცვა გამოუყო და სანამ თავად დაიძრებოდა ეგვიპტისაკენ,სურდა რომ მანამ გაეგზავნა ეგვიპტეში ისინი.თუმცა საყურადღებოა ის გარემოება,რომ დაჭრილ ფრანგ ჯარისკაცებს შორის ოცდაათი “ბუბონის ჭირით” იყო დაავადებული.ბონაპარტმა კარგად უწყოდა,რომ იმ შემთხვევაში თუკი ამ საშინელი და განუკურნებელი დაავადებით შეპყრობილ ჯარისკაცებს თავისი არმიის შემადგენლობაში დატოვებდა,საფრთხის წინაშე მთელ თავის არმიას დააყენებდა,ხოლო თუკი მიატოვებდა,მათ ხელში თურქები ჩაიგდებდნენ და სასტიკი წამებით ამოხდიდნენ სულს.შესაბამისად,ნაპოლეონს მეტად მნიშვნელოვანი არჩევანი უნდა გაეკეთებინა, და გააკეთა კიდეც. (ავტორი გენია.ჯი) მან თავისთან უხმო არმიის ექიმს,გვარად დეჟენეტს და შესთავაზა,რომ ბუბონის ჭირით დაავადებული უბედური ჯარისკაცებისათვის ისეთი დიდი დოზის ოპიუმი მიეცა,რომელიც მათ “უმტკივნეულო” სიკვდილს გამოიწვევდა.დეჟენეტი ნაპოლეონის შეთავაზებამ ერთობ გააკვირვა და აღაშფოთა.მან უარი განუცხადა მხედართმთავარს შეთავაზებული წინადადების განხორციელებაზე.ინფორმაცია ნაპოლეონის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ უმალვე იქნა გავრცელებული ფრანგ ჯარისკაცებში,რამაც მათი დიდი შეშფოთება გამოიწვია.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ იაფას გალავანთან მყოფ დაჭრილ ჯარისკაცებთან ფრანგული არმიის მთელი არიერგარდი დარჩა (ჯარის ან ფლოტის ის სამხედრო ნაწილი,რომელიც მთავარ ძალებს ბოლოში მიჰყვება და ზურგიდან იცავს მთავარ ძალებს) და ნაპოლეონის არმიას უკან არ გაჰყვა.მოგვიანებით,ისინი ინგლისელებმა აღმოაჩინეს და გაიყვანეს სამშვიდობოს.

მეტად მნიშვნელოვანია ის გარემოება,რომ სწორედ აღნიშნული ისტორია გახდა ნაპოლეონის დიდების მზის ჩასვენების პირველსაწყისი,რადგან მის მიერ “ბუბონის ჭირით” დაავადებული ფრანგი ჯარისკაცების სასიკვდილოდ გამეტებამ,ბონაპარტის მიმართ ჯარისკაცების დიდი უნდობლობა გამოიწვია.შესაბამისად,ძალიან შეილახა მისი ავტორიტეტიც. (ავტორი გენია.ჯი) აქვე უნდა ავღნიშნოთ,რომ ნაპოლეონი მთელი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში ვერ განთავისუფლდა იაფაში განვითარებული მოვლენებისაგან,რადგან ფრანგი ჯარისკაცებისა და ოფიცრების დიდი ნაწილი დარწმუნებული იყო იმაში,რომ მათი მხედართმთავარი ისევე იოლად გაწირავდა მათ,როგორც 30 “ბუბონის ჭირით” დაავადებული თანამებრძოლი გაწირა იაფაში. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>