ალექსანდრე III – “ეპიზოდი”

რუსეთის იმპერატორმა რომანოვების დინასტიიდან - ალექსანდრე III-ემ (1845-1894 წლები),ერთ დღეს გამოსცა ბრძანებულება,რომლის მიხედვითაც სამეფო საჯინიბოს მმართველი – ვ.მარტინოვი – სენატორად ინიშნებოდა. (ავტორი გენია.ჯი) უვიცი და პოლიტიკის დილეტანტი მარტინოვის სენატორად დანიშვნამ სხვა რუსი სენატორები ერთობ გააღიზიანა და შეაშფოთა.ისინი შეეცადნენ ალექსანდრეს გადაწყვეტილება შეეცვალა,თუმცა ამაოდ.ერთ-ერთმა სენატორმა ე.ფეტისოვმა კი აღნიშნული ფაქტის შესახებ მეტად მელანქოლიურად შენიშნა: “არაუშავს,შესაძლოა კიდევ უფრო უარესი რამ მომხდარიყო.თუკი ძველ ეპოქაში კალიგულამ სენატორად თავისი ცხენი დანიშნა,ახალ ეპოქაში ალექსანდრემ სენატორად ცხენის მომვლელი მოგვივლინა.რაც არ უნდა ვთქვათ,ეს ნამდვილად – პროგრესია!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>