ლივიუს ანდრონიკუსი – “ეპიზოდი”
დიდი ძველი რომაელი დრამატურგი,პოეტი,მთარგმნელი და მსახიობი – ლივიუს ანდრონიკუსი (ძვ.წ.აღ-ით 284-204 წლები),მის მიერ დაწერილ ტრაგედიებში მთავარ როლებს ყოველთვის თავად თამაშობდა. (ავტორი გენია.ჯი)ერთ დღეს,ლივიუსს გრიპი შეეყარა,რის შედეგადაც ხმა დაკარგა.მიუხედავად ამისა,იგი სცენაზე როლის შესასრულებლად მაინც გავიდა,თუმცა მანამდე,ყოველი მუსიკალური კომპოზიციების შესრულებისათვის სპეციალურად აიყვანა მელოდიური ხმის მქონე ყმაწვილი,რომელსაც შეასწავლა სპექტაკლში შესასრულებელი სიმღერები. და როდესაც სპექტაკლში სიმღერის დრო დგებოდა,ანდრონიკუსი მხოლოდ პირს აღებდა,მის უკან კულისებში მდგომი ყმაწვილი კი მღეროდა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ აღნიშნული ფაქტი,”ფონოგრამის” გამოყენების პირველ დაფიქსირებულ შემთხვევად იქნა აღიარებული ისტორიაში. (ავტორი გენია.ჯი)