რობერტ შტილმარკი – “ეპიზოდი”
1945 წელს,მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე ერთი თვით ადრე,”კონტრევოლუციური აგიტაციისათვის” საბჭოთა ხელისუფლებამ პატიმრობაში აიყვანა და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ცნობილ რუს მწერალსა და ჟურნალისტს – რობერტ შტილმარკს (1909-1985 წლები),რის შემდეგაც იგი გადაგზავნილ იქნა ენისეის შრომა-გასწორებით კოლონიაში. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ აღნიშნულ კოლონიაში დაწერა მან თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორიული ჟანრის მქონე სათავგადასავლო რომანი,სახელწოდებით – “მემკვიდრე კალკუტიდან”.საინტერესოა ის გარემოება,რომ შტილმარკის მიერ დაწერილი ნაწარმოების მითვისება გადაწყვიტა იმავე კოლონიაში მყოფმა ერთ-ერთმა ტუსაღმა,გვარად – ვასილევსკიმ.მან გადაწყვიტა,რომ რომანის ნამდვილი ავტორი ადგილობრივი ავტორიტეტების ხელით მოეკლა,შემდგომ მისი ნაწარმოებები მიეთვისებინა და ბოლოს,სტალინისათვის გაეგზავნა იმის იმედით,რომ ბელადისაგან ამნისტიას ეღირსებოდა. (ავტორი გენია.ჯი) მანამდე კი,სანამ შტილმარკი თავის ნაწარმოებს სრულყოფდა,იგი იმავე ავტორიტეტებს,რომლების ხელითაც უნდოდა მისი მოკვლა ვასილევსკის,რომანის თითოეულ დასრულებულ თავს უკითხავდა.მისმა ნაწარმოებმა იმთავითვე უდიდესი მოწონება დაიმსახურა მათში,რამაც მისი როგორც მწერლის ავტორიტეტი ტუსაღებში ძალიან აამაღლა.ვასილევსკის შეთავაზებაზე ენისეის შრომა-გასწორებით კოლონიაში მყოფმა კრიმინალურმა ავტორიტეტებმა სასტიკი უარი განაცხადეს.მიუხედავად ამისა,ვასილევსკიმ შტილმარკს მაინც დასდო ბრალი “პლაგიატში” და სასამართლოში სარჩელიც კი შეიტანა მის წინააღმდეგ.თუმცა იმავე ტუსღებმა,რომლებსაც რობერტი რომანის წერის პროცესში მუდმივად აცნობდა ნაწარმოების თითოეულ თავს,მწერალს დიდი თანადგომა აღმოუჩინეს და სწორედ მათი უშუალო მოწმეობით იქნა სასამართლოს მიერ დადასტურებული რომანის ჭეშმარიტი ავტორის ვინაობა. (ავტორი გენია.ჯი)
რობერტ შტილმარკი