“მრისხანების მტევნები” – (ეპიზოდი)
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,საბჭოთა კავშირში ცენზურის მიერ კატეგორიულად იკრძალებოდა ისეთი ქვეყნების მიერ გადაღებული კინოფილმების ჩვენება,სადაც კაპიტალიზმი იყო გამეფებული.აღნიშნული “ტაბუ” კი განსაკუთრებით ეხებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაღებულ ფილმებს.თუმცა, 1948 წელს საბჭოთა კავშირმა აშშ-ისაგან მაინც შეიძინა 1940 წელს – ჯონ სტეინბეკის მიერ გადაღებული დრამატული სიუჟეტის მქონე ამერიკული კინოფილმი,სახელწოდებით - “მრისხანების მტევნები”. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ საბჭოთა ხელისუფლების მიზანს წარმოადგენდა საკუთარ მოსახლეობას თავისი თვალით ეხილა კინოფილმში მოყვანილი კაპიტალისტური სისტემის საშინელი მანკიერებები (ფილმში მოვლენები ვითარდებოდა აშშ-ი განვითარებული “დიდი დეპრესიის” პერიოდში).მაგრამ “კომუნისტურ ცენზურას” კინოფილმში გამოეპარა ის მომენტი,სადაც ღარიბი ამერიკელი ფერმერი საკუთარი შემოსავლებით სატვირთო ავტომობილს ყიდულობს,რაზეც დიდი ყურადღება გამახვილდა “რკინის ფარდის” მიღმა მაცხოვრებელ “წითელი იმპერიის” მოსახლეობაში.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ საბჭოთა ცენზურამ “მრისხანების მტევნები” უმალვე ამოიღო გაქირავებიდან და შესაბამისად,კატეგორიულად აკრძალა მისი ჩვენებაც. (ავტორი გენია.ჯი)