„აფთიაქის” დაარსების ისტორიიდან…

ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნეში ლეგენდად ქცეული ძველ ბერძენი ექიმი და ანტიკური ხანის მედიცინის რეფორმატორი – ჰიპოკრატე, აფთიაქის მაგვარ და მის წინამორბედ დაწესებულებას – “წამლების დასამზადებელ და შესანახ” ადგილად მოიხსენიებდა. თუმცა ნამდვილი აფთიაქის გახსნამდე კიდევ მრავალ საუკუნეს უნდა გაევლო. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ მთელი 14 საუკუნე გავიდა…

VIII საუკუნეში “ღვთის ნაბოძებად” წოდებულ ქალაქ ბაღდადში გაიხსნა ისტორიაში პირველი რეგლამენტირებული სახელმწიფო დაწესებულება – აფთიაქი. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ფარმაკოლოგიამ და აფთიაქების სისტემამ ელვისუსწრაფესად გავრცელება და სწრაფი ტემპებით განვითარება. X საუკუნის შუა ნახევრისათვის არაბთა სახალიფოში უკვე 40 აფთიაქი ფუნქციონირებდა.

ევროპაში პირველი აფთიაქების მშობლიურ კერებად სხვადასხვა ქრისტიანული მონასტრები მიიჩნევიან.იქ არა მარტო წამლებს ამზადებდნენ,არამედ მკურნალობდნენ ყველას,ვინც ამის საჭიროებას მოითხოვდა.ბერმონაზვნებს მონასტრის ტერიტორიაზევე მოჰყავდათ ის სამკურნალო მცენარეები,რომლებითაც სხვადასხვა ავადმყოფობის საწინააღმდეგო წამლებს ამზადებდნენ.ასეთი სახის მცენარეებს კი,ისინი წმინდანთა სახელებს არქმევდნენ.მაგალითად – წმინდა მარიამის ვარდი,წმინდა იოანეს ბალახი,ქრისტეს თვალი და სხვა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა იმისა,რომ მონასტრებში სამკურნალო წამლებს ამზადებდნენ,მონასტრისვე ტერიტორიაზე განთავსებული იყო სამკურნალო დაწესებულებებიც.შესაბამისად,ფარმაკოლოგიისა და აფთიაქების განვითარების მხრივ,ქრისტიანულმა მონასტრებმა უდიდესი წვლილი დაიდეს.

ევროპულ ქალაქებში გახსნილი პირველი აფთიაქების ვიტრინებზე სხვადასხვა სახის ორიგინალური გერბები იყო აღბეჭდილი.აფთიაქის ცენტრალურ ატრიბუტს – სააფთიაქო კარადა წარმოადგენდა,რომლის ნაწილი შემინული,ხოლო ნაწილი კი ღია იყო.სამკურნალო ღვინო ფაიფურის ჭურჭელში ინახებოდა,ხოლო განსაკუთრებულად ფასეული წამლები კი ვერცხლის ჭურჭელში.

XVI საუკუნეში ევროპის რიგ ქვეყნებში ეგრეთ წოდებული – “საგზაო აფთიაქებიც” გამოჩნდა,რომლებსაც ადამიანები მგზავრობისას იყენებდნენ.მათში არა მარტო მზამზარეული წამლები,არამედ წამლებისათვის საჭირო დასამზადებელი ინსტრუმენტები და ინდეგრიენტები ინახებოდა.

ერთ-ერთ უძველეს მოქმედ ევროპულ აფთიაქად აღიარებულია თანამედროვე ესტონეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტალინში მდებარე აფთიაქი.საინტერესოა ის გარემოება,რომ აღნიშნული აფთიაქი ერთსა და იმავე ნაგებობაში 600 წლის მანძილზე ფუნქციონირებდა.დღესდღეობით ამავე ნაგებობაში მუზეუმია გახსნილი. (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>