რიჩარდ მაინერცჰაგენი – “ეპიზოდი”

1917 წელს დიდი ბრიტანეთის არმია საბრძოლო მოქმედებებს ანხორციელებდა ოსმალეთის არმიის წინააღმდეგ პალესტინაში.მიმდინარეობდა პოზიციური ბრძოლები.მიუხედავად ბრიტანელთა მრავალი მცდელობისა,ოსმალების კარგად გამაგრებულ პოზიციებს მაინც ვერაფერი დააკლეს. (ავტორი გენია.ჯი) გამოსავალი თითქოს არსაიდან ჩანდა,რომ არა დიდი ბრიტანეთის არმიის გერმანული წარმომავლობის მქონე დაზვერვის პოლკოვნიკი,პარაზიტოლოგი და ორნიტოლოგი – რიჩარდ მაინერცჰაგერი (1878-1967 წლები).ამ ავანტურისტული თვისებებით სახელგანთქმულმა კაცმა კარგად გამაგრებულ პოზიციებზე მყოფი ოსმალეთის არმიის პრობლემის გადაწყვეტა მეტად ორიგინალური მეთოდით გადაწყვიტა: ბრიტანული დაზვერვის ცნობების თანახმად,ოსმალო ჯარისკაცებს სიგარეტზე განსაკუთრებული პრობლემა შეექმნა.რიჩარდის ინიციატივით ბრიტანელებმა 10 000 კოლოფი სიგარეტი იყიდეს და მათი ნაწილი თვითმფრინავის საშუალებით მტრის პოზიციებზე ჩამოყარეს.სიგარეტს დახარბებულმა ოსმალებმა ამ “საოცარ ძღვენს” მუსრი გაავლეს.თუმცა,მალევე კვლავ სიგარეტის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდნენ.მაინერცჰაგერი დარწმუნდა-რა რომ ოსმალები მათ მიერ მიწოდებულ სიგარეტზე უარს არ ამბობდნენ,გადაწყვიტა თითოეული ღერი სიგარეტი ბრიტანელებს ნარკოტიკული საშუალებით – ოპიუმით გაეჟღინთათ და ასე მიეწოდებინათ ისინი მათთვის. (ავტორი გენია.ჯი) რამდენიმე დღეში დიდი ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავიდან მტრის პოზიციებზე კვლავ ათასობით კოლოფი სიგარეტი გადაისროლეს.მომდევნო დღეს კი ბრიტანულმა არმიამ ოსმალების წინააღმდეგ შეტევა წამოიწყო.საინტერესოა ის გარემოება,რომ ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფმა ოსმალმა ჯარისკაცებმა დიდ ბრიტანელებს პრაქტიკულად ვერავითარი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს (როგორც ბრძოლის თვითმხილველები გადმოგვცემდნენ,ბევრი ოსმალო ჯარისკაცი არათუ იარაღის გასროლას,არამედ ფეხზე დგომასაც კი ვერ ახერხებდა).

ოსმალეთის არმიის წინააღმდეგობა – რიჩარდ მაინერცჰაგერის მზაკვრული გეგმით სრულიად უპრობლემოდ იქნა დაძლეული. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>