პეტრე III-ეს შესახებ…
რუსეთის იმპერატორი პეტრე III (1728-1762 წლები),იგივე – კარლ პეტერ ფონ ულრიხ შლეზვიგ ჰოლშტეინ-გოტორპი მეტად არაორდინალური და უცნაური ხასიათის მქონე პიროვნება გახლდათ.პეტრე I-ის ქალიშვილის ანასა და ჰერცოგის – კარლ ფრიდრიხ შლეზვიგ-ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგის ვაჟი – პეტრე,დაბადებისთანავვე ორი (შვედეთის და რუსეთის) საიმპერატორო ტახტის მემკვიდრე შეიქნა. (ავტორი გენია.ჯი) ადრეულ ასაკში დაობლებულმა პეტრემ თავისი ბავშვობა ბიძის – ეპისკოპოს ადოლფის მეთვალყურეობის ქვეშ განვლო,რა დროსაც ბიძამ განსაკუთრებული სიძულვილი შთაუნერგა რუსეთის მიმართ.საინტერესოა ის გარემოება,რომ რუსეთის მომავალმა იმპერატორმა თავად რუსული ენაც კი არ იცოდა.იგი კარგად ფლობდა გერმანულ ენას და ნაწილობრივ ფრანგულ ენას.თავდაპირველად,პეტრეს შვედეთის სამეფო ტახტი უნდა დაეკავებინა,თუმცა რუსეთის დედოფლის – ელისაბედ I-ის ინიციატივით,რომელიც თავის მხრივ უშვილო გახლდათ,საიმპერატორო ტახტის მემკვიდრედ მისი საყვარელი დის ანას ვაჟი – პეტრე გამოაცხადა.მალევე,სუსტი ჯანმრთელობის მქონე პეტრე რუსეთში ჩაიყვანეს.პეტერბურგის სასახლეში მყოფ 13 წლის მოზარდს თოჯინებისა და ზოგადად,სათამაშოების მიმართ გაცილებით დიდი ინტერესი გააჩნდა,ვიდრე სახელმწიფო საქმეების მიმართ.მიუხედავად მისი ასაკის ზრდისა,სათამაშოები მის ცხოვრებაში მაინც განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენდა.პეტრეს მეუღლე – ეკატერინე II ერთ-ერთ წერილში წერდა: “დღისით პეტრეს სათამაშოებს ჩემი საწოლის ქვემოთ მალავდნენ.ვახშმის შემდეგ კი,იგი თავის ოთახში ჩაიკეტებოდა და შუა ღამემდე სათამაშოებით ირთობდა თავს”.გარდა ამისა,იგი აღნიშნავდა,რომ მის ახალგაზრდა ქმარს წიგნები საერთოდ არ აინტერესებდა.ერთადერთი რასაც კითხულობდა ლოცვები იყო.თუმცა არც ისეთი წიგნების მიმართ ყოფილა გულგრილი,სადაც აღწერილი იყო სხვადასხვა სახის წამებები და დასჯები.
პეტრე III სათამაშოებს სხვადასხვა ქვეყნებში აძენინებდა ქვეშევრდომებს.განსაკუთრებით იტაცებდა კალისაგან დამზადებული ჯარისკაცები და როგორც ამბობენ მას ასეთი ჯარისკაცებისაგან შემდგარი მთელი არმია გააჩნდა.
ცნობილია,რომ ეკატერინესა და პეტრეს შორის არანაირი სასიყვარულო ურთიერთობა არ სუფევდა.მათი ქორწინება მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა.მან ეკატერინეს მკაცრად აუკრძალა მისთვის სარეცელლის გაყოფა.სწორედ აქედან წარმოიშვა მითი,რომლის თანახმადაც რუსეთის მომავალი იმპერატორი – პავლე მათი კანონიერი შვილი არ ყოფილა.მიუხედავად ამისა,პეტრე ეკატერინეს ერთგულებაში დარწმუნებული მაინც იყო და მას გაჭირვების ჟამს ყოველთვის მიმართავდა.
პეტრემ სასიყვარულო რომანი გააჩაღა ელისაბედ ვორონცოვასთან.იგი იმედოვნებდა,რომ თავის კანონიერ მეუღლეს ეკატერინეს მონასტერში გაუშვებდა,ხოლო ელისაბედს კი ცოლად შეირთავდა.სწორედ ეს აღმოჩნდა პეტრეს დაცემის დასაწყისად,რადგან ეკატერინე საკმაოდ ჭკვიანი იყო იმისათვის,რომ სამეფო ძალაუფლება არ დაეკარგა. და დაიწყო კიდეც ეკატერინემ და მისმა მოკავშირეებმა საშინელი ინტრიგები პეტრეს წინააღმდეგ. (ავტორი გენია.ჯი) მას რუსოფობიაში,გონებასუსტობასა და ჯარისკაცების მიმართ უპატივცემულობაში დასდეს ბრალი.სხვათა შორის,პეტრემ პრუსიასთან შვიდწლიანი ომის დასრულებისათანავე ხელი მოაწერა ისეთ ხელშეკრულებას,რომელიც რუსეთისათვის არასახარბიელო პუნქტებით იყო გაჯერებული.ყველაზე დიდი აღშფოთება კი გამოიწვია იმან,რომ პროტესტანტული რწმენის მქონე პეტრემ,რუსეთის იმპერიის მართლმადიდებელი მოსახლეობის პროტესტანტებად მოქცევა მოინდომა.აღნიშნულმა ფაქტმა განაპირობა ის,რომ პეტრეს წინააღმდეგ საჯარისო ნაწილებმა მხარი ეკატერინეს დაუჭირეს.რუსეთის ეროვნული ინტერესების უგულებელყოფის გამო – პეტრე III ტახტიდან ჩამოაგდეს და როფშაში გაასახლეს,სადაც ეკატერინეს ბრძანებით 1762 წლის 7 ივლისს მოკლეს (ოფიციალური ცნობების თანახმად ავადმყოფობას ემსხვერპლა).ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ვერსია ირწმუნება,რომ პეტრე III ეკატერინეს ფავორიტმა მამაკაცმა – ალექსანდრე ორლოვმა მოკლა.სამეფო ძალაუფლება კი პეტრეს მეუღლემ – ეკატერინე II-ემ აიღო ხელში. (ავტორი გენია.ჯი)
პეტრე III და ეკატერინე II
ელისაბედ ვორონცოვა (პეტრე III-ეს ფავორიტი ქალი)