ჟან-ბატისტ პერესი

ჟან-ბატისტ პერესი - დაიბადა 1752 წელს,ვალენს-დ’აჟენში (პროვინცისა საფრანგეთში).იგი წარმოადგენდა ცნობილ ფრანგ მწერალს,პედაგოგსა და განმანათლებელს,რომელმაც თავისი პიროვნების პოპულარიზაცია განსაკუთრებით,მას შემდეგ მოიპოვა,რაც პოლემიკაში შევიდა ცნობილ ფრანგ მეცნიერთან,ფილოსოფოსსა და პოლიტიკურ მოღვაწესთან – შარლ ფრანსუა დიუპიუისთან (1742-1809 წლები).განსაკუთრებით კი მის მიერ 1795 წელს დაწერილი თხზულების წინააღმდეგ,სახელწოდებით “ყველა კულტის წარმომავლობა ანუ საყოველთაო რელიგია”. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია,რომ პერესი საკმაოდ თავმდაბალი პიროვნება იყო და სწორედ ამ თავმდაბალმა პედაგოგმა (მათემატიკასა და ფიზიკაში),რომელიც თავდაპირველად ლიონში მოშაობდა და მოგვიანებით ანჟერში ბიბლიოთეკარად დაიწყო მუშაობა,1927 წელს ანონიმურად გამოაქვეყნა ბროშურა,სახელწოდებით “ასე რომ ნაპოლეონი არასოდეს არ არსებულა”,ფარნგულ ენაზე “Compe quoi Napoleon n’a jamais existe”.აღნიშნულ ბროშურაში მან საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტი,წარმოადგინა ერთ-ერთი ლეგენდის გმირად,ხოლო მისი მმართველობა და მეფობა კი ერთგვარ ალეგორიად (გადაკრულად ნათქვამი სიტყვა თუ სიტყვათა რიგი,რომელშიც მოვლენების შინაარსი კონკრეტული სახითაა წარმოდგენილი).ერთადერთი განზრახვა ავტორის,ამ თხზულების შექმნისა გახლდათ,დაცინვა და ირონია – შარლ ფრანსუა დიუპიუის,მიერ ზემოთ აღნიშნულ ნაშრომში ჩამოყალიბებული თეორიისა – იესო ნაზარეველის არ არსებობის და ქრისტეს ამ ქვეყნად განკაცების უარყოფისა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამ მიზეზით მწერალმა,მაგალითად აიღო მათ პერიოდშივე არსებული და რეალური იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტი და იგი იმ ლეგენდარულ მმართველად აქცია,რომელიც თითქოს არასოდეს არსებულა.ამ მეთოდით იგი შეეცადა საზოგადოებისათვის დაედასტურებინა არასწორი თეორია და მსჯელობა დიუპიუიესი.აღნიშნულმა ბროშურამ,რომელიც თავდაპირველად ანონიმურად იქნა გამოცემული,საკმაოდ დიდი აღიარება და მოწონება დაიმსახურა.მოგვიანებით კი ავტორის ვინაობაც ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა და იგი ერთობ პოპულარულ პიროვნებად აქცია.ჟან-ბატისტ პერესი გარდაიცვალა 1840 წელს.მის მიერ დაწერილი თხზულება კი საკმაოდ დიდი მნიშვნელობის მატარებელ თხზულებად იქცა,ყოველგვარი იმ თეორიების  წინააღმდეგ,სადაც იესოს არსებობას უარყოფდნენ. (ავტორი გენია.ჯი)