ჰორაციო გორდონ რობლი – “ეპიზოდი”
დედამიწაზე უამრავი კოლექციონერი ცხოვრობდა და ცხოვრობს დღემდე.ზოგიერთი მათგანი მარკების კოლექციას აგროვებს,ზოგიერთნი კი – ასანთის კოლოფების,ლუდის ეტიკეტების,ხელოვნების ნიმუშების და სხვა.თუმცა ის,რასაც 1840 წლის 28 ივნისს პორტუგალიის ქალაქ ფუნშალში დაბადებული ინგლისის არმიის გენერალ-მაიორი,მხატვარი და კოლექციონერი - ჰორაციო გორდონ რობლი აგროვებდა,ძალინ დიდ იშვიათობას წარმოადგენს დღემდე. (ავტორი გენია.ჯი) ტატუირების განსაკუთრებულად მოყვარულმა ჰორაციომ,ახალ ზელანდიაში ყოფნის პერიოდში დაიწყო იმ გარდაცვლილი მაორების (ახალი ზელანდიის მკვიდრი მოსახლეები) თავების შეგროვება,რომელთა სახეებზეც სხვადასხვა სახის ტატუები იყო დატანილი.რობლიმ,გარდაცვლილი მაორების მოკვეთილი თავებისაგან საკმაოდ დიდი კოლექცია შექმნა და ამით ერთობ ამაყობდა კიდეც.მანვე გამოსცა რამდენიმე წიგნი ტატუების შესახებ,სადაც ფართოდ იყო განხილული მაორების ტატუირების ხელოვნება.მოგვიანებით,ჰორაციომ თავისი კოლექციის მიყიდვა ახალი ზელანდიის ხელისუფლებას შესთავაზა,თუმცა მათგან უარი მიიღო.საბოლოოდ კი,მის მიერ შექმნილი ამაზრზენი კოლექცია აშშ-ის ბუნების მუზეუმმა შეიძინა და თითოეულ “ეგზემპლარში” – 1 250 გირვანქა-სტერლინგის ოდენობის თანხა გადაიხადა. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ზემოთ განთავსებული სურათის ავტორი გახლავთ – ჰენრი სტივენსი.