ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – “ეპიზოდი”
ერთ საღამოს გენიალურ ავსტრიელ კომპოზიტორსა და ვირტუოზ შემსრულებლს – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტს (1756-1791 წლები),შავი ტანისამოსითა და შავი ქუდით შემოსილი უცნობი ესტუმრა.უცნობმა მოცარტს სამგლოვიარო მუსიკალური კომპოზიციის დაწერის თხოვნით მიმართა და საკმაოდ დიდი გასამრჯელოც შეაძლია.როგორც ცნობილია,ამადეუსს მუსიკალური ნაწარმოებების დაწერის შეკვეთებს მრავალი არისტოკრატი და თავად მეფეებიც კი აძლევდნენ. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად,უცნობის შეთავაზებაში განსაკუთრებული არაფერი ყოფილა,რომ არა ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება.როგორც წესი,მოცარტი უმეტესწილად სიცოცხლით სავსე მუსიკას წერდა და მისთვის პირველი შემთხვევა იყო,როდესაც სამგლოვიარო რექვიემის დაწერა შეუკვეთეს.გარდა ამისა,ამადეუსის გაოცება გამოიწვია იმანაც,რომ უცნობმა მას არც საკუთარი ვინაობა გაუმხილა და არც ის,თუ ვინ იყო ნამდვილი შემკვეთი.”შავმა ადამიანმა” (ასე მოიხსენიებდა მოცარტი მას),კომპოზიტორს ფული გადასცა და იქაურობას გაეცალა.
ამ უცნაურმა ვიზიტმა მოცარტზე იმდენად დიდი გავლენა იქონია,რომ იგი მისტიციზმშიც კი გადავარდა.მის მიერ მეგობრისადმი მიწერილ ერთ-ერთ წერილში წერდა: “ჩემს გონებაში ნამდვილი ქაოსია.აზრებს ძლივს ვუყრი თავს.უცნობი მამაკაცი მინდა სამუდამოდ ამოვშალო ჩემი გონებიდან,თუმცა არაფერი გამომდის.ის მე მუდმივად თვალწინ მიდგას.ისეთი წარმოდგენა მექმნება,თითქოს ის ჩემგან მოითხოვდეს და მაიძულებდეს სამგლოვიარო მუსიკის დაწერას.
ვგრძნობ და წინათგრძნობა მეუბნება,რომ – ჩემმა საათმა უკვე ჩამოჰკრა.სამწუხაროდ,სიკვდილი მანამ მეწვევა,სანამ მთელ ჩემს ტალანტს სრულად წარმოვაჩენდე.არადა,როგორი მშვენიერი იყონ სიცოცხლე! თუმცა არავის ძალუძს ღვთისაგან დაწესებული ხვედრის შეცვლა…”
1791 წლის 12 დეკემბერს ბერლინში გამომავალმა მუსიკალურმა ყოველკვირეულმა გაზეთმა ქვეყანას ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის გარდაცვალება ამცნო.
გარდაცვალებამდე მოცარტმა,”შავი ადამიანის” მიერ შეკვეთილი სამგლოვიარო მუსიკალური ნაწარმოების დასრულება ვერ შეძლო (მან 12 ნაწილისაგან შემდგარი რექვიემის მხოლოდ 6 ნაწილის დაწერა მოასწრო).ამადეუსი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან,რომ ვერაფრით დაადგინა,თუ ვინ იყო მასთან მისული “შავი ადამიანი”. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,მოგვიანებით,აღნიშნულ ისტორიას ფარდა აეხადა: მოცარტს შეკვეთა მისცა მდიდარი გრაფის – ვალტერ შუპახის მოსამსახურემ.როგორც ცნობილია,ვალტერი მელომანი გახლდათ და მის უდიდეს სურვილს წარმოადგენდა სახელოვანი კომპოზიტორი გამხდარიყო.მოცარტამდე მან სხვა კომპოზიტორებსაც მისცა შეკვეთები და როდესაც მისი შეკვეთები სრულდებოდა,შუპახი მათ მიერ დაწერილ მუსიკალურ ნაწარმოებებს საკუთარ ინტერპრეტაციებს უკეთებდა და ისე ასაღებდა,თითქოს მისი შექმნილი ყოფილიყოს.სწორედ ამის გამო არ დაუსახელა “შავმა ადამიანმა” მოცარტს არც მისი და არც ნამდვილი შემკვეთის ვინაობა,რასაც ესოდენ განიცდიდა მისტიციზმში გადავარდნილი გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორი. (ავტიორი გენია.ჯი)