ალექსანდრე III მაკედონელი – “ეპიზოდი”

ინდოეთში გამართული ერთ-ერთი ბრძოლის შემდეგ – ალექსანდრე III მაკედონელთან (ძვ.წ.აღ-ით 356-323 წლები) დატყვევებული ინდუსი მეომარი მიიყვანეს.თანამებრძოლებმა ალექსანდრეს მოახსენეს,რომ ეს ინდუსი მეომარი შესანიშნავად ფლობდა მშვილდით სროლის ხელოვნებას და ძალუძდა ასი ნაბიჯის მოშორებით მყოფი ოქროს ბეჭდის ჩამოხსნაც კი.დიდი მხედართმთავარი ტყვე ინდუსი მომრის შესაძლებლობებმა ერთობ დააინტერესა და შესთავაზა ეჩვენებინა თავისი შესაძლებლობები მშვილდით სროლაში. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,ყველას გასაოცრად ტყვემ სასტიკი უარი განუცხადა მაკედონელს შეთავაზებულ წინადადებაზე, და ეს მაშინ,როდესაც უარის შემთხვევაში უცილობელი სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა.

ალექსანდრემ მისი ჩამოხრჩობა ბრძანა.სახრჩობელისაკენ მიმავალ ინდუს ტყვეს ბადრაგებმა უთხრეს:

” – რატომ უხარი უარი მეფეს? ამის გამო ხომ სიკვდილით გსჯიან?”

რაზეც მისგან შემდეგი პასუხი მიიღეს:

” – რამდენიმე დღე და ღამეა თვალი არ მომიხუჭავს.გარდა ამისა ბრძოლაშიც ძალიან დავიღალე.ვშიშობ,რომ სწორედ ჩემი დაღლილობის გამო ვერ შევძლებ მშვილდით სროლის ხელოვნების თვალსაჩინოდ წარმოდგენას,რაც მეფის წინაშე შემარცხვენს.მე კი მიჯობს მოვკვდე,ვიდრე მეფესთან შევრცხვე!”

ბადრაგებმა ტყვე ინდუსის სიტყვები უმალვე ალექსანდრეს მოახსენეს.მაკედონელზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა სიტყვებმა,რომ არა მარტო სიცოცხლე შეუნარჩუნა ტყვე ინდუსს,არამედ დიდი ჯილდოც გადასცა და თავისუფლებაც მიანიჭა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>