ვლად III ცეპეში – “ეპიზოდი”

1447 წლის დეკემბრის თვეში,ადგილობრივი ბოიარების შეთქმულების შედეგად ქალაქ ტირგოვიშტაში ვერაგულად იქნენ მოკლული ვლახეთის მმართველი – ვლად II დრაკულა (1400-1447 წლები) და მისი უფროსი ვაჟი – მირჩა II (1428-1447 წლები),რის შემდეგაც ვლახეთის მმართველობა ვლადისლავ II-ეს ხელში გადავიდა. 1448 წლის ოქტომბერში ოსმალებმა იგი ტახტიდან ჩამოაგდეს და ხელისუფლება სისასტიკითა და სადიზმით სახელგანთქმულ – ვლად III ცეპეშს (1431-1476 წლები),იგივე – “დრაკულას” გადასცეს. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,ვლადისლავმა იმავე წელს შეძლო ძალაუფლების დაბრუნება,თუმცა საბოლოოდ იგი მაინც დამარცხდა დრაკულასთან ბრძოლაში (1456 წელს დრაკულას ბრძანებით სიკვდილით იქნა დასჯილი).ოსმალთა ციხიდან განთავისუფლებულმა და ხელისუფლებაში მოსულმა დრაკულამ უმალვე დაიწყო მამისა და უფროსი ძმის მკვლელობის გამოძიება.მან კარგად უწყოდა,რომ მათ სიკვდილში ბოიარებს ედოთ წვლილი,თუმცა სახელები შეთქმულებისა და მკვლელებისა არ იცოდა. 1457 წლის აპრილში (სხვა მონაცემებით 1459 წლის 25 მარტი) ქრისტიანთა უდიდეს დღესასწაულზე – “აღდგომას,ვლახეთის ახალგაზრდა მმართველმა ბოიარები თავის სასახლეში სადილად მიიწვია. (ავტორი გენია.ჯი) მოულოდნელად,სადილზე მიწვეულ ბოიარებს ვლადმა იმ ბოიარების სახელების დასახელება მოთხოვა,რომლებმაც მამამისისა და ძმის სიკვდილში დაიდეს წვლილი.ბოიარებმა პასუხისაგან თავი შეიკავეს,რამაც ისედაც გავეშებული დრაკულა კიდევ უფრო გაავეშა.მან თავის ჯარისკაცებს უბრძანა ბოიარები სუფრაზევე მოეკლათ,რაც აღასრულეს კიდეც.ერთ-ერთი ვერსიის თანახმად,ვლად ცეპეშის შურისძიებას 10 ბოიარი ემსხვერპლა.სხვა მონაცემების თანახმად კი – 500 ბოიარი.საერთო ჯამში დრაკულას შურისძიებას 20 000 ადამიანი ემსხვერპლა,თუმცა აღნიშნული ფაქტი ისტორიულად დადასტურებული არ არის. – (ავტორი გენია.ჯი)

ვლად III ცეპეში

ვლად II დრაკულა (ვლად ცეპეშის მამა)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>