უცნაური ადამიანები…

მუდმივად ფიქრი სიკვდილზე,როგორც რაღაც ჩვეულებრივსა და ბუნებრივზე,აქარწყლებს შიშის გრძნობას.თუმცა საყურადღებოა ის გარემოება,რომ ასეთ შემთხვევაში შესაძლოა თავი იჩინოს სხვა,ზედმეტმა უკიდურესობებმაც.ამგვარი უკიდურესობა კი,ხშირად,მოკლებული არ არის კომიზმსაც.

სანკტ-პეტერბურგში განთავსებული “ერმიტაჟის” დიდებული სასახლისა და მუზეუმის ცნობილი ბიბლიოთეკარი – ი.ლუჟკოვი (მოღვაწეობდა XVIII საუკუნეში),თანამედროვეთა გადმოცემების თანახმად,არაჩვეულებრივი სიყვარულითა და გულმოდგინებით ეკიდებოდა ყოველივეს,რაც სიკვდილთან და დაკრძალვასთან იყო დაკავშირებული. (ავტორი გენია.ჯი) იგი თითქმის ყოველდღე ესწრებოდა მიცვალებულთა წესის აგებას მისთვის სრულიად უცხო ოჯახებში,უსასყიდლოდ ჭრიდა საფლავებს ღარიბებისათვის,უსაზღვროდ უყვარდა ეპიტაფიების თხზვა (მის მიერ დაწერილ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ეპიტაფიას წარმოადგენს შემდეგი ეპიტაფია: ” – პაშა,სადა ხარ? – აქა ვარ, – ვანია სადღაა? – იქითაა,ცოტა მოშორებით.კატია რაღა იქნა? – დაშთა ამაოებასა შინა”), და ზოგჯერ მთელი დღეების განმავლობაში სასაფლაოზე ტრიალებდა.თუმცა ლუჟკოვს არც ეს უკმარია და მან ოხოტინის სასაფლაოსთან პატარა სახლი აიშენა,რომელსაც ფანჯრები სასაფლაოს მხარეს გაუჭრა.

თუმცა,ლუჟკოვი არ ყოფილა მხოლოდ ის ერთადერთი ადამიანი,რომელიც ესოდენ გულმოდგინედ და არაჩვეულებრივი სიყვარულით ეკიდებოდა სიკვდილთან დაკავშირებულ თემატიკას.მაგალითად,სიცოცხლე ამაოებად და სრულიად ზედმეტადაც კი მიაჩნდა XIX საუკუნეში მაცხოვრებელ რუსეთის ერთ-ერთი გუბერნიის ვიცე-გუბერნატორს,გვარად – შეველევს.

იგი მეკუბოვეებისაგან შეიტყობდა ხოლმე,სად ესვენა მიცვალებულები,დაავლებდა ხელს თავის ბალიშს და ნაჩვენები მისამართებისაკენ მიეშურებოდა. (ავტორი გენია.ჯი) იქ,სადაც მოეწონებოდა,ჭირისუფლების ნებართვით,ორი-სამი დღე რჩებოდა,ამასთან,მეტისმეტად აქტიურობდა,გაბანდა და გააპატიოსნებდა მიცვალებულს,ღამით კი მათ გვერდით ლოცვებს კითხულობდა

გარდაცვალებამდე დიდი ხნით ადრე,შეველევმა თავისთვის კუბო შეუკვეთა,რომლის სახურავზე,თავთან,ვიწრო ჭრილი დაატანებინა.რა თქმა უნდა,ეს ვიწრო ჭრილი დიდი არაფერი ბედენა იყო,რადგან იქიდან მიცვალებული მაინც ვერაფერს დაინახავდა და არც თვითონ გამოჩნდებოდა ხეირიანად,ამიტომ მან დროულად მიიღო ზომები და ჭრილი გაადიდებინა.მანვე შეიძინა რაღაც “სქელი საზღვაო მინა” და იმ ჭრილს მოარგო.ეს უცნაური კუბო,სიკვდილის მომლოდინე შეველევმა საკუთარ კაბინეტში დადგა (სხვათა შორის,მასთან მისული ბევრი სტუმარი გაწვართულა შიგ ცნობისმოყვარეობის გამო).მიუხედავად იმისა,რომ შეველევი სიკვდილისათვის ყოვლად იყო მომზადებული,მასთან სიკვდილმა მაინც საკმაო ხნით დააგვიანა.ეს უცნაური კაცი,რომელსაც წამდა,რომ სიმშვიდე მხოლოდ საფლავში იყო – ღრმა სიბერეში აღესრულა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>