“თვითმკვლელი მკვლელები”
XVI-XVII საუკუნეებში,ევროპის ჩრდილოეთით მდებარე ლუთერანული რელიგიური მიმდინარეობის მქონე ქვენების მოსახლეობაში,განსაკუთრებით დანიაში,ძალიან მომრავლდნენ ეგრეთ წოდებული - “თვითმკვლელი მკვლელები”.იმ სასოწარკვეთილმა ადამიანებმა,რომელთაც სიცოცხლის დასრულება სუიციდით ჰქონდათ გადაწყვეტილი,თუმცა ჯოჯოხეთში მოხვედრის შიშით ამ საშინელი აქტის ჩადენისაგან თავს იკავებდნენ,მეტად უცნაური და ამაზრზენი გამოსავალი იპოვნეს. (ავტორი გენია.ჯი) კერძოდ,”თვითმკვლელი მკვლელები” განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდენდნენ ხოლმე მათთვის სრულიად უცნობი ადამიანების განზრახ მკვლელობას,რის შემდეგაც სამართალდამცველებს თავიანთი ნებით ბარდებოდნენ.როგორც წესი,განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაზე სასჯელად – სიკვდილით დასჯა იყო დაწესებული.ლუთერანული სწავლების მიხედვით,ის ადამიანები,რომლებიც სიკვდილით დასჯის წინ გულწრფელად მოინანიებდნენ ჩადენილ დანაშაულსა და ცოდვებს,შესალებლობა ეძლეოდათ ჯოჯოხეთისათვის თავი აერიდებინათ და სამოთხეში მოხვედრილიყვნენ. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა,რომ “თვითმკვლელ მკვლელებს” ევროპის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნის ხელისუფლებები უსასტიკესი მეთოდებით ასალმებდნენ სიცოცხლეს (საწამაბელი ბორბლით,ადუღებული ტყვიის ყელში ჩასხმით და სხვა),ასეთი სახის განზრახ მკვლელობების რაოდენობის შემცირება მაინც ვერ მოახერხეს.საბოლოო ჯამში,ხელისუფლებებმა გაათვითცნობიერეს-რა “თვითმკვლელი მკვლელების” მიერ ჩდენილი მკვლელობების ნამდვილი მოტივები,განზრახ მკვლელობებზე სიკვდილით დასჯა გააუქმეს (ჩანაცვლებული იქნა სამუდამო პატიმრობით),რამაც ამ საშინელი აქტების შეწყვეტა გამოიწვია. (ავტორი გენია.ჯი)